პოლიტიკა

„აქსიოსი“ – თეირანმა უმაღლესი სულიერი ლიდერისგან აშშ-თან მოლაპარაკებებისთვის თანხმობა მიიღო, ჯეი დი ვენსი დღეს ისლამაბადში გაემგზავრება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ირანთან მოლაპარაკებებისთვის დღეს ისლამაბადში გაემგზავრება, – ამის შესახებ გამოცემა „აქსიოსი“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, თეირანმა უმაღლესი ლიდერისგან აშშ-თან მოლაპარაკებებისთვის თანხმობა მიიღო.

„აქსიოსის“ ცნობით, ირანელები მოლაპარაკებებზე ჩასვლას აყოვნებდნენ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ზეწოლის გამო, რომლებიც მოითხოვდნენ, მოლაპარაკებები მხოლოდ აშშ-ის ბლოკადის მოხსნის შემდეგ დაწყებულიყო.

ამასთან, როგორც გამოცემა წერს, პაკისტანელმა, ეგვიპტელმა და თურქმა შუამავლებმა ირანელებს მოლაპარაკებებზე დასწრებისკენ მოუწოდეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა