პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: მამუკა მდინარაძის ვიცე-პრემიერად დასახელებით „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური პარტია, მნიშვნელოვნად გაძლიერდა, რადგან ასეთი გამოცდილებისა და მართვის უნარის მქონე ფიგურის პოლიტიკაში დაბრუნება პირდაპირ აისახება პარტიის ეფექტიანობაზე და პოლიტიკურ პროცესებზე დიდ გავლენას მოახდენს

x

მამუკა მდინარაძის პოლიტიკაში დაბრუნება არის ძლიერი სიგნალი, რომელიც მთლიანად პოლიტიკურ დინამიკას მისცემს ახალ იმპულსს, – ასე ეხმიანება, „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებას, რომელმაც მამუკა მდინარაძეს ვიცე-პრემიერის მოვალეობა დააკისრა.

მისივე თქმით, მამუკა მდინარაძის აქტიური ჩართულობა პოლიტიკაში ნიშნავს, რომ პროცესები უფრო კონცენტრირებული და შედეგზე ორიენტირებული გახდება.

„ბოლო ცვლილებებმა აჩვენა, რომ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდა ფიგურა, რომელიც თამაშის წესებს ცვლის. მამუკა მდინარაძის დაბრუნება არის ძლიერი სიგნალი, რომელიც მთლიანად პოლიტიკურ დინამიკას მისცემს ახალი იმპულსს. მდინარაძე გამოირჩევა იმით, რომ მას შეუძლია სწრაფად აითვისოს რთული პროცესები და გადააქციოს ისინი მართვად სისტემად. სწორედ ასეთი ტიპის მენეჯერები ქმნიან რეალურ შედეგს, არა ხმაურით, არამედ სტრუქტურების გამართულად მუშაობით. მის შემთხვევაში, ეს უნარი არაერთხელ გამოჩნდა და სწორედ ამიტომ მისი როლი გაცილებით ფართოა, ვიდრე ერთი კონკრეტული მიმართულების მართვა. მისი აქტიური ჩართულობა პოლიტიკაში ნიშნავს, რომ პროცესები უფრო კონცენტრირებული და შედეგზე ორიენტირებული გახდება. ის არის ადამიანი, რომელიც ერთდროულად ძლიერია როგორც დეტალებში, ასევე შორს მიმავალი სტრატეგიის დაგეგმვაში, ეს კომბინაცია კი ქართულ პოლიტიკაში იშვიათია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მამუკა მდინარაძე მინისტრის პოზიციის პარალელურად, ვიცე-პრემიერის პოზიციას დაიკავებს, რაც მის პოლიტიკურ წონას კიდევ უფრო ზრდის. ამ გადაწყვეტილებით „ქართული ოცნება“ რეალურად მნიშვნელოვნად გაძლიერდა როგორც პოლიტიკური პარტია, რადგან ასეთი გამოცდილებისა და მართვის უნარის მქონე ფიგურის პოლიტიკაში დაბრუნება პირდაპირ აისახება პარტიის ეფექტიანობაზე და პოლიტიკურ პროცესებზე დიდ გავლენას მოახდენს. ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ წარმატებები მას!“ – წერს მეგრელიშვილი

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთწოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონების დავალებით

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.