მამუკა მდინარაძის პოლიტიკაში დაბრუნება არის ძლიერი სიგნალი, რომელიც მთლიანად პოლიტიკურ დინამიკას მისცემს ახალ იმპულსს, – ასე ეხმიანება, „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებას, რომელმაც მამუკა მდინარაძეს ვიცე-პრემიერის მოვალეობა დააკისრა.
მისივე თქმით, მამუკა მდინარაძის აქტიური ჩართულობა პოლიტიკაში ნიშნავს, რომ პროცესები უფრო კონცენტრირებული და შედეგზე ორიენტირებული გახდება.
„ბოლო ცვლილებებმა აჩვენა, რომ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდა ფიგურა, რომელიც თამაშის წესებს ცვლის. მამუკა მდინარაძის დაბრუნება არის ძლიერი სიგნალი, რომელიც მთლიანად პოლიტიკურ დინამიკას მისცემს ახალი იმპულსს. მდინარაძე გამოირჩევა იმით, რომ მას შეუძლია სწრაფად აითვისოს რთული პროცესები და გადააქციოს ისინი მართვად სისტემად. სწორედ ასეთი ტიპის მენეჯერები ქმნიან რეალურ შედეგს, არა ხმაურით, არამედ სტრუქტურების გამართულად მუშაობით. მის შემთხვევაში, ეს უნარი არაერთხელ გამოჩნდა და სწორედ ამიტომ მისი როლი გაცილებით ფართოა, ვიდრე ერთი კონკრეტული მიმართულების მართვა. მისი აქტიური ჩართულობა პოლიტიკაში ნიშნავს, რომ პროცესები უფრო კონცენტრირებული და შედეგზე ორიენტირებული გახდება. ის არის ადამიანი, რომელიც ერთდროულად ძლიერია როგორც დეტალებში, ასევე შორს მიმავალი სტრატეგიის დაგეგმვაში, ეს კომბინაცია კი ქართულ პოლიტიკაში იშვიათია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მამუკა მდინარაძე მინისტრის პოზიციის პარალელურად, ვიცე-პრემიერის პოზიციას დაიკავებს, რაც მის პოლიტიკურ წონას კიდევ უფრო ზრდის. ამ გადაწყვეტილებით „ქართული ოცნება“ რეალურად მნიშვნელოვნად გაძლიერდა როგორც პოლიტიკური პარტია, რადგან ასეთი გამოცდილებისა და მართვის უნარის მქონე ფიგურის პოლიტიკაში დაბრუნება პირდაპირ აისახება პარტიის ეფექტიანობაზე და პოლიტიკურ პროცესებზე დიდ გავლენას მოახდენს. ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ წარმატებები მას!“ – წერს მეგრელიშვილი











