პოლიტიკა

ბერდია სიჭინავა -ასეთ სამთავრობო ცვლილებებს ჩვენი პარტიის მხარდაჭერა ვერ ექნება

ასეთ სამთავრობო ცვლილებებს ჩვენი პოლიტიკური გუნდისგან მხარდაჭერა ვერ ექნება, – ასე უპასუხა პარტია „გახარია საქართველოსთვის” აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ კითხვას, დაუჭერს თუ არა მხარს „გახარია-საქართველოსთვის“ გუნდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობაზე გელა გელაძეს.

მისი თქმით, მოცემულ შემთხვევაში, საკადრო ცვლილებებით რიგითი ადამიანებისთვის არაფერი იცვლება.

„ჩვენს საპარლამენტო გუნდის მხარდაჭერა არ ექნება შემოთავაზებულ საკადრო ცვლილებებს ძალიან მარტივი მიზეზის გამო – დემოკრატიულ საზოგადოებაში ცვლილება ემსახურება რაღაცის გაუმჯობესებას, ადამიანის ყოფის გაუმჯობესებას, სოციალურ-ეკონომიკური და უსაფრთხოების პრობლემების გადაწყვეტას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოცემულ შემთხვევაში, ამ საკადრო ცვლილებებით რიგითი ადამიანებისთვის არაფერი იცვლება. სისტემა საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობს და დასჯილი არ ჰყავს არცერთი მოძალადე ჟურნალისტების, მოქალაქეების, ახალგაზრდების მიმართ, შესაბამისად, ასეთ სამთავრობო ცვლილებებს ჩვენი პოლიტიკური გუნდისგან მხარდაჭერა ვერ ექნება“, -განაცხადა სიჭინავამ.

ბერდია სიჭინავამ სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნაც შეაფასა, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს. ბერდია სიჭინავას თქმით, „ეს არის მამუკა მდინარაძის ჩამოქვეითება“.

„ეს არის პირდაპირი ინდიკატორი, რომ ირაკლი კობახიძეს გასაგდებად ამზადებს ბიძინა ივანიშვილი. არანაირი მაკოორდინირებელი ფუნქციის მატარებელი მამუკა მდინარაძე ვერ იქნება. როგორ წარმოგიდგენიათ, ფოსტალიონი უნდა იყოს სულხან თამაზაშვილსა და გეკა გელაძეს შორის? რისი კოორდინაცია, ფოსტალიონის ფუნქცია ექნება, მაკოორდინირებელი უწყება იყო ეროვნული უშიშროების საბჭო და ის გააუქმეს. კობახიძემ თქვა, მე თვითონ ვიქნები კოორდინატორიო. სამინისტრო, რომელსაც თავისი შენობა არ ექნება და ორ ოთახში იქნება კანცელარიაში გამოკეტილი, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ დიდი ფუნქციების მატარებელი იყოს. მე ამის წარმოდგენა მიჭირს. ეს საკადრო პოლიტიკას დაეტყობა“,- განაცხადა სიჭინავამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა