Uncategorized

ირაკლი კირცხალია – მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა, ვნახეთ, როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი მუხტს ეძახდნენ

მას შემდეგ, რაც აგენტურას გარე დაფინანსება შეეზღუდა – ასობით მილიონი ევრო თუ დოლარი, ვნახეთ, თუ როგორ ჩაიფუშა და გაქრა ის ე.წ. მუხტი, რომელსაც ისინი მუხტს ეძახდნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სათავო ოფისში უმრავლესობის სხდომის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის აქცია იდგა „მხოლოდ და მხოლოდ დაკვეთაზე და ბინძურ დაფინანსებაზე“.

“იყო საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც რაღაც კუთხით თავიანთ პატრონებთან, დირიჟორებთან ერთად ცრუ აღქმებით, ცრუ სცენარებით შეიყვანეს შეცდომაში და რა ქნეს შემდეგ? – ფაქტობრივად, ის პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თითოეული მათი ქმედებით, რაც დღეს ძალიან კარგად განიმარტა, სწორად და თანმიმდევრულად, მოპოვებული მანდატები, რომელიც მათ საზოგადოებამ მიანიჭა, უბრალოდ დახიეს და გააუქმეს, ის ნდობა გაანულეს“, – განაცხადა კირცხალიამ. მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილი შემდეგ პარლამენტში შევიდა, თუმცა საქმიანობა ისევ არაღიარებით და დესტრუქციით გააგრძელეს. კირცხალიამ აღნიშნა, რომ ხუთი აგენტურული დანაყოფის ერთობლივად ორგანიზებულ აქციაზე როდესაც იკრიბება იმ რაოდენობის ხალხი, რაც გუშინ იყო, ეს მათთვის ახალი არ არის.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, რომელიც 2008 წლის დროს გადასცემდა ჩვენი ჯარების კორდინატებს, ყოველთვის ჯობია ნორმალურად გაასამართლო და როინ შავაძე თავის დროზე რომ გაესამართლებინათ, რაც უფრო სწორი იქნებოდა, 2012-ში აუცილებლად გაუშვებდნენ პოლიტპატიმრად

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.