პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: საქმე რაშიც უკრაინას თავი გააყოფინეს გაცილებით მეტს მოითხოვს. ჯერ ამ 90 მილიარდით აომებენ უკრაინელებს გარკვეული ხანი. ევროპისთვის ეხლა მთავარი დროის მოგებაა, რომ მოიფიქრონ როგორ გამოვიდნენ ამ ომიდან სახის შენარჩუნებით

უშველის თუ არა უკრაინას ევროკავშირის მორიგი 90 მილიარდის ინექცია? არ ვიცი ვენაში შეუშვეს თუ კუნთებში. რა თქმა უნდა არ და ვერ უშველის – წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ანჯაფარიძის თქმით, ის საქმე რაშიც უკრაინას თავი გააყოფინეს გაცილებით მეტს მოითხოვს. თუმცა, ჯერ ამ 90 მილიარდით აომებენ უკრაინელებს გარკვეული ხანი.

“უშველის თუ არა უკრაინას ევროკავშირის მორიგი 90 მილიარდის ინექცია? არ ვიცი ვენაში შეუშვეს თუ კუნთებში. რა თქმა უნდა არ და ვერ უშველის. ის საქმე რაშიც უკრაინას თავი გააყოფინეს გაცილებით მეტს მოითხოვს. თუმცა, ჯერ ამ 90 მილიარდით აომებენ უკრებს გარკვეული ხანი. ევროპისთვის ეხლა მთავარი დროის მოგებაა, რომ მოიფიქრონ როგორ გამოვიდნენ ამ ომიდან სახის შენარჩუნებით. დიახ, დღეს მთავარი ამოცანა ევროელიტებისთვის უკრაინის ომთან მიმართებაში სწორედ სახის შენარჩუნებაა. ვერ შეინარჩუნებენ, და პოლიტიკურად თუ მორალურად წალეკვა ემუქრებათ.” – წერს ანჯაფარიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა