პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ევრობიუროკრატიას საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა აინტერესებს და არა ქართული საზოგადოება – ქვეყანაში მათი ინტერესების გამტარი ხელისუფლება სურთ, რათა შუა დერეფანზე კონტროლი მოიპოვონ

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ბრიუსელს საქართველოში ეროვნული ხელისუფლების ნაცვლად საკუთარი ინტერესების გამტარი ხელისუფლების ხილვა სურს, რათა აზიის ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი შუა დერეფნის საკითხები ევროკომისიასთან შეათანხმონ.

მისი შეფასებით, საერთაშორისო ურთიერთობებში დიპლომატია უკანა პლანზეა გადაწეული და პროცესები ძალის დემონსტრირებაზეა ორიენტირებული. დეპუტატის განცხადებით, საქართველომ უნდა გააგრძელოს პრაგმატული პოლიტიკა, შეინარჩუნოს მშვიდობა და არსებული კურსის თანმიმდევრული გაგრძელებით შუა დერეფნის შესაძლებლობები გამოიყენოს.

„გეოგრაფიულად საქართველო უმნიშვნელოვანეს შუა დერეფანის როლს ასრულებს, რაც ბრიუსელმა კარგად იცის. მათ საქართველოში სურთ არა ეროვნული, არამედ საკუთარი ხელით დასმული ხელისუფლება, რათა აზიის ქვეყნები, მათ შორის ჩინეთიც, საქართველოს ხელისუფლების ნაცვლად ევროკომისიასთან მიდიოდნენ და მათთან ათანხმებდნენ რა და როგორ გაივლის საქართველოს ტერიტორიაზე. მათ აინტერესებთ მხოლოდ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა და არა ქართველი ხალხი. პირდაპირ თქვეს – სააკაშვილი რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ომს დაიწყებდაო. და კარგად ვიცით, სააკაშვილი ვისი ინტერესების გამტარია. ვხედავთ, როგორ შეიცვალა ურთიერთობების ფორმატი – დიპლომატია გვერდზეა გადადებული და ყველაფერი პირდაპირ ძალმომრეობაზე გადის – ვის მეტი ძალა ექნება, ვინ გაატარებს ევროსაბჭოს პოლიტიკას ბოლომდე და ა.შ. ბუნებრივია, საქართველომ უნდა გააგრძელოს პრაგმატული პოლიტიკა და შეინარჩუნოს მშვიდობა, რასაც ეკონომიკური აღმავლობა მოსდევს – ეს არის ყველაზე სწორი გზა. ევროპარლამენტარებს კი, არ გაუჭირდებათ აქ ჩამოსვლა და ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ხელის ისე ჩამორთმევა, თითქოს არაფერი ყოფილა. ჩვენ სწორი პოლიტიკისა და საზოგადოების სწორად ინფორმირების ფონზე უნდა შევძლოთ კურსის ბოლომდე შენარჩუნება, რათა გავიდეთ ბოლოში, რასაც შუა დერეფანი ჰქვია,”-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.