პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ჰერჩინსკის განცხადებაზე: ეს არის საქართველოს ხელისუფლებაზე და რაც მთავარია მოსახლეობაზე განხორციელებული ზეწოლა იმისათვის, რომ გამოიწვიონ საქართველოს მოსახლეობაში აგრესია, პოლარიზაცია და დაპირისპირება მმართველი ხელისუფლების მიმართ

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე „რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს თუ სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება”. სეფაშვილი ელჩის განცხადებას არაკორექტულს უწოდებს და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევად აფასებს. „მისი ეს განცხადება, რბილად რომ ვთქვათ არაკორექტულია, რეალურად კი საქართველოს საშინაო საქმეებში უხეში ჩარევაა. ეს არის საქართველოს ხელისუფლებაზე და რაც მთავარია მოსახლეობაზე განხორციელებული ზეწოლა იმისათვის, რომ გამოიწვიონ საქართველოს მოსახლეობაში აგრესია, პოლარიზაცია და დაპირისპირება მმართველი ხელისუფლების მიმართ. პირველ რიგში, ეს დაპირისპირება ემსახურება იმას, რომ საქართველოში წარმოიქმნას არეულობა და მარიონეტული ხელისუფლებით ჩაანაცვლონ ამჟამინდელი ხელისუფლება, რათა შესრულდეს გარკვეული გლობალური ძალების ის მიზნები და ინტერესები, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებს არ ემთხვევა,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როცა ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ იცოდა, იწონებდა და დღესაც იწონებს როინ შავაძის მკვლელობას, როგორც მინიმუმ, გამოსაკითხია ეს ადამიანი – ის ხომ არ იქნებოდა მარტო ამ საქმეში, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველები

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ევროპული გრანტი კანონის დარღვევის უფლებას არ იძლევა, ხოლო უფლებადამცველის იარლიყი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ეს წესი ერთნაირად უნდა მოქმედებდეს ბრიუსელში, პარიზში, რომსა და თბილისში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.