საგარეო პოლიტიკა

ზელენსკი უკრაინის მოლაპარაკებები ირანში ომის დასრულებას ვერ დაელოდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ირანში ომმა მსოფლიოს რუსეთის აგრესიიდან ყურადღება გადაატანინა და არსებობს დიდი რისკი, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების მიზნით წარმოებული მოლაპარაკებები ირანში კონფლიქტის დასრულებამდე არ განახლდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ზელენსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად აშშ-თან მოლაპარაკებები გრძელდება, შეხვედრების ჩატარება შეუძლებელია მანამ, სანამ „ირანში საქმე არ დასრულდება“.

როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, ეს არის გამოწვევა, რადგან აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთი და იგივე მომლაპარაკებელი გუნდი, სტივ უტკოფისა და ჯარედ კუშნერის მეთაურობით, აწარმოებს მოლაპარაკებებს როგორც ირანთან, ისე უკრაინასთან.

მისი თქმით, მას ძალიან კარგად ესმის, რომ ახლა შეერთებული შტატები ირანთან ომზეა კონცენტრირებული, თუმცა მნიშვნელოვანია უკრაინის არდავიწყება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ევროპარლამენტარები იუკნევიჩიენე, მაკალისტერი და უშაკოვსი: მოვუწოდებთ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევებსა და საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლაზე – ჩვენ არ ვაღიარებთ ხელისუფლებას, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის ხარვეზიანი არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: “პროევროპული” პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც “ბატასუნას” აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივის კონფისკაცია მოხდა

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ნანა სანდერის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს და გამოიყენეს ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა – ილუზიიდან გამოდიან და ეს არის ძალიან კარგი

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.