უცხოური მედია

აშშ-ში ფედერალურ დონეზე სიკვდილით დასჯის აღსრულების მეთოდად დახვრეტა დაამტკიცეს

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ფედერალურ დონეზე სიკვდილით დასჯის აღსრულების მორატორიუმი გააუქმა და განაჩენის სისრულეში მოყვანის ერთ-ერთ მეთოდად დახვრეტა დაამტკიცა.

უწყებამ ასევე გაამარტივა შიდა პროცედურები იმ საქმეების განხილვის დასაჩქარებლად, რომლებიც სასიკვდილო განაჩენს ითვალისწინებს. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტროს ანგარიშში ხაზგასმულია სხვა მეთოდების კონსტიტუციურობაც, როგორიცაა ელექტროშოკი, გაზის კამერა და სასიკვდილო ინექცია.

უწყება ასევე გეგმავს აკრძალოს შეწყალების თხოვნის წარდგენა მანამ, სანამ ყველა სასამართლო პროცედურა ბოლომდე არ დასრულდება.

სამინისტრომ უკვე გასცა ნებართვა სასიკვდილო განაჩენის მოთხოვნაზე 44 ბრალდებულისთვის. მათ შორის არიან დაჯგუფება MS-13-ის სამი წევრი, რომელთაგან ორი არალეგალი მიგრანტია.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ფედერალურ დანაშაულებზე სიკვდილით დასჯის მორატორიუმი 2003-დან 2020 წლამდე მოქმედებდა. 2021 წელს ტრამპმა ის გააუქმა, რის შემდეგაც 13 ადამიანი დასაჯეს. ბაიდენის პერიოდში მორატორიუმი კვლავ აღდგა და პენტობარბიტალის ინექციები აიკრძალა, თუმცა ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ ამ ზომებს ამერიკელი ხალხის დაცვის მოვალეობის შეუსრულებლობა უწოდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთწოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონების დავალებით

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.