საგარეო პოლიტიკა

კაია კალასი – ევროკავშირის ურთიერთდახმარების პუნქტი ნატო-ს არ ეწინააღმდეგება, ჩვენ უნდა ვიყოთ სანდოები, ამისთვის კი უნდა ვიყოთ ერთიანები და შევძლოთ გადაწყვეტილებების მიღება

ევროკავშირის ურთიერთდახმარების პუნქტი ნატო-ს არ ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა განაცხადა.

ევროკავშირის ხელშეკრულებების 42.7 მუხლი „შეიარაღებული აგრესიის“ ქვეშ მყოფ წევრ სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, მოითხოვოს დახმარება სხვა წევრი სახელმწიფოებისგან, რომელსაც შეიძლება, ჰქონდეს სხვადასხვა ფორმა, როგორებიცაა სამხედრო, ეკონომიკური, დიპლომატიური და სამედიცინო დახმარება. ნატო-ს მე-5 მუხლი სხვაგვარადაა ფორმულირებული. მასში ნათქვამია, რომ ერთი მოკავშირის წინააღმდეგ შეიარაღებული თავდასხმა „ყველა მოკავშირის წინააღმდეგ თავდასხმად ჩაითვლება“ და ცალსახად ახსენებს სამხედრო ძალას, როგორც შესაძლო რეაგირებას „ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების აღდგენისა და შენარჩუნებისთვის“.

„მე არ შევეწინააღმდეგებოდი ამ ორს (მუხლს), რადგან ისინი ყოველთვის თანაარსებობდნენ. ნატო-ში არსებობს ძალიან ძლიერი ევროპული საყრდენი, რომელიც არსებობს და ახლა რეალურად უფრო ძლიერია, რადგან ჩვენ ყველანი უფრო მეტ ინვესტიციას ვახორციელებთ ჩვენს თავდაცვაში… ამ გეოპოლიტიკურ სამყაროში ჩვენ უნდა ვიყოთ სანდოები — ამისთვის კი უნდა ვიყოთ ერთიანები და შევძლოთ გადაწყვეტილებების მიღება“, – განაცხადა კალასმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ევროპარლამენტარები იუკნევიჩიენე, მაკალისტერი და უშაკოვსი: მოვუწოდებთ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები იმ პირთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევებსა და საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლაზე – ჩვენ არ ვაღიარებთ ხელისუფლებას, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის ხარვეზიანი არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდა

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: “პროევროპული” პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც “ბატასუნას” აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივის კონფისკაცია მოხდა

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ნანა სანდერის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: ალბათ, ნელ-ნელა ხვდებიან, რომ ისინი მწარედ მოატყუეს და გამოიყენეს ადამიანებმა, რომლებიც მათ ჰპირდებოდნენ, რომ უკვე მორყეულია ეს ხელისუფლება, ერთი პატარა ხელის კვრა უნდა – ილუზიიდან გამოდიან და ეს არის ძალიან კარგი

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.