პოლიტიკა

ნუგზარ წიკლაური ხაბეიშვილზე: გასაგებია კრიტიკაც, მაგრამ ზევიდან ლაპარაკი არაფრის მომტანია. შეიძლება უმეცრების ან უცოდინარობის ბრალია იზოლირებული ადამიანის მხრიდან

“კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური ლევან ხაბეიშვილის მიერ სასამართლოზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ოპოზიციის ალიანსის მიმართ პრეტენზია გამოთქვა, რომ 31 მარტს რომ დააანონსეს 26 მაისის აქცია, ისე დამთავრდა ერთი თვე, კამპანია არ დაუწყიათ და თუ 10 მაისიდან იწყებენ გასვლას, დღეს რას აკეთებენ. ნუგზარ წიკლაურმა ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხაბეიშვილის მხრიდან ამის თქმა, შესაძლოა, უმეცრების ან უცოდინარობის ბრალი იყოს.

“არ მაქვს სურვილი სხვადასხვა მიზეზების გამო ლევან ხაბეიშვილს რამე ვუპასუხო. მთავარი მიზეზი არის ის, რომ ეს ადამიანი არის ციხეში. გასაგებია კრიტიკაც, მაგრამ ზოგადად ეს აპლომბით, ზევიდან ლაპარაკი, რომელიც მართლა ხშირად გვესმის, არაფრის მომტანი არ არის იმიტომ, რომ დიდი ხანია ეს ბრძოლა მიმდინარეობს. ეს ასე არ არის რომ 10 მაისიდან ვინმე გამოვიდეს. ერთ-ერთმა ლიდერმა, თუ არ ვცდები ვაშაძემ თქვა, 10 მაისიდანო, მაგრამ სულ ორ სამ დღეში კიდევ ახალი შეხვედრები არის დაგეგმილი საქართველოს რეგიონებში, ეს ასე არ არის. შეიძლება უმეცრების ან უცოდინარობის ბრალია იზოლირებული ადამიანის მხრიდან, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის”- განაცხადა წიკლაურმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როცა ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ იცოდა, იწონებდა და დღესაც იწონებს როინ შავაძის მკვლელობას, როგორც მინიმუმ, გამოსაკითხია ეს ადამიანი – ის ხომ არ იქნებოდა მარტო ამ საქმეში, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველები

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ევროპული გრანტი კანონის დარღვევის უფლებას არ იძლევა, ხოლო უფლებადამცველის იარლიყი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ეს წესი ერთნაირად უნდა მოქმედებდეს ბრიუსელში, პარიზში, რომსა და თბილისში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.