საფრანგეთის პირველმა ლედიმ, ბრიჟიტ მაკრონმა, გამოცემა La Tribune Dimanche-სთან ინტერვიუში აღიარა, რომ ელისეის სასახლეში ცხოვრება მასზე ზოგჯერ დამთრგუნველად მოქმედებს.
პრეზიდენტის მეუღლის თქმით, სასახლეში გატარებული ათი წლის განმავლობაში მას გაუჩნდა პესიმიზმის მომენტები, რაც ადრე არასდროს ჰქონია.
მან აღნიშნა, რომ მანამდე ჰქონდა ჩვეულებრივი ცხოვრება: შვილები, სამსახური, აღმასვლები და ვარდნა, როგორც ყველას . ბრიჟიტ მაკრონის განცხადებით, ეს ათი წელი ძალიან სწრაფად და დატვირთულად გავიდა, თუმცა ამ პერიოდში მან დაინახა სამყაროს ბნელი მხარე, სიგიჟე და ბოროტება, რის გამოც ზოგჯერ იმაზე მეტ სევდას გრძნობს, ვიდრე ოდესმე.
Facebook Comments Box











