Uncategorized

მეუფე დოსითეოსი – საზოგადოებაში მოლოდინებია, ინტერესი, ეს ნორმალურია, ყველა მღვდელმთავარი არჩევანში პიროვნულად არის თავისუფალი და 28 აპრილს დასახელდება პატრიარქობის სამი კანდიდატი

მისი უწმინდესობის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა, საოცარი მსახურება იყო. ჩვენ ერთად ვართ, რაღაც განსხვავებულს, განსაკუთრებულს არ ვგრძნობთ, – ამის შესახებ ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა, მეუფე დოსითეოსმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებაში მოლოდინებია, ინტერესია და ეს ნორმალურია.

„შეიძლება, სიმპათიებიც არსებობს, ესეც ნორმალურია, ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ. ყველა მღვდელმთავარი თავის არჩევანში პიროვნულად არის თავისუფალი. 28 აპრილს დასახელდება პატრიარქობის სამი კანდიდატი“, – განაცხადა მეუფე დოსითეოსმა.

კითხვაზე, – შეიძლება თუ არა, შეიცვალოს ჩანაწერი პატრიარქობის კანდიდატის ასაკთან და განათლებასთან დაკავშირებით? – მეუფე დოსითეოსი პასუხობს, რომ „თავის დროზე გაკეთებული ჩანაწერი დღეს, შეიძლება, სასურველი აღარ ყოფილიყო“.

„იმ დროისთვის რატომ იყო, არ ვიცით. ყველა წესდება დროს პასუხობს და ახალი წესდება როცა შეიქმნება, ის დღევანდელ დღეს უპასუხებს, ალბათ ასე იქნება. სინოდი უფლებამოსილია ბევრ რამეზე, მაგრამ ახლა არ მგონია, მიზნად დაისახოს ის, რაც მის კომპეტენციაში არ არის. სხვა კრება უნდა იყოს, არჩეული კათოლიკოს-პატრიარქის პირობებში უნდა მოხდეს ცვლილებები, ეს ცოტა რთული ამბავია“, – განაცხადა მეუფე დოსითეოსმა.

მეუფე დოსითეოსი აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, შეიძლება იყვნენ თუ არა პატრიარქობის კანდიდატები მეუფე ისაია და მეუფე დანიელი.

„დიდი პატივისცემა მეუფეებს, მაგრამ არ ვიცი. მე ერთი ადამიანი ვარ და ჩემი მოსაზრება, უხერხულია, რომ გავაჟღერო. ეს ჩემი პიროვნული, შინაგანი ამბავია და ახლა უხერხულია. კომისიის წევრიც ვარ და არ მაქვს უფლება, ვინმეს მხარი დავუჭირო. როგორც მღვდელმთავარი, სწორია, ჩემი შინაგანი ფიქრები შევინახო“, – განაცხადა მეუფე დოსითეოსმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: გუშინდელმა „ხალხმრავლობამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ერთადერთი, რაც ამ ოპოზიციას უხვად აქვს ჩრდილები და 4 ოქტომბრის მსგავსი სერიალების უსასრულო რიმეიქებია

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ოპოზიციის აქციაზე: კიდევ ერთხელ დასტურდება მათი რაოდენობრივი სიმცირე,  ექსტრემიზმის წახალისებასაც და გარედან მხარდაჭერასაც უკვე ნაკლები შედეგი აქვს იმიტომ, რომ ქართულისაზოგადოება კარგად ხვდება, ვინ არიან კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული პირები

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.