პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე პარტია „საქართველოსთვის“ წევრ ქეთევან ბაკარაძეზე: დაუშვებელია პოლიტიკური სარგებლის მიღებისთვის, თავის გამოჩენის თუ ამ გზით ცნობადობის გაზრდის მიზნით თემებით სპეკულაციები, მით უმეტეს, რომ ეს თემები ეხება ჯანდაცვას, ადამიანებს და ბავშვებს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის “ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ინტერპელაციის წესით „ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის“ მინისტრის მიხეილ სარჯველაძის მოსმენისას პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. გამოსვლის დასაწყისში ხუნდაძემ მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ წევრს, ქეთევან ბაკარაძეს და მოუწოდა კომუნიკაციის სტანდარტების დაცვისა და ზიზღის ენის გამოუყენებლობისკენ.

დიმიტრი ხუნდაძის შენიშვნა ეხებოდა ბაკარაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სარჯველაძე არის არა მხოლოდ წარუმატებელი მინისტრი, არამედ ადამიანების სიცოცხლისათვის საშიში თანამდებობის პირია.

„სანამ დარგობრივ კითხვებზე გადავალ, მსურს აქ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გამოვთქვა ჩემი პოზიცია. პირველ რიგში, მოგესალმებით ბატონო მიხეილ და მსურს თანამოზიარე ვიყო თქვენი გამოსვლის თავში და ბოლოში გამოთქმული ობიექტური გაბრაზების. დაუშვებელია პოლიტიკური სარგებლის მიღებისთვის, თავის გამოჩენის თუ ამ გზით ცნობადობის გაზრდის მიზნით თემებით სპეკულაციები, მით უმეტეს, რომ ეს თემები ეხება ჯანდაცვას, ადამიანებს და ბავშვებს. ვფიქრობ, დაუშვებელია სიძულვილისა და ზიზღის ენით საუბარი. ქალბატონო ქეთი {ბაკარაძე}, თქვენი მხრიდან იყო ექიმის პროფესიაზე და ამ დარგის ცოდნაზე ხაზგასმა. ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ექიმისთვის დაუშვებელის სიძულვილისა და ზიზღის ენით საუბარი, ამის გარეშეც შეიძლება განსხვავებული აზრის გამოთქმა. მეც მაქვს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი, მაგრამ ხომ შეიძლება, დავიცვათ მინიმალური სტანდარტი და უბრალოდ არ ვისაუბროთ ზიზღის ენით,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როცა ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ იცოდა, იწონებდა და დღესაც იწონებს როინ შავაძის მკვლელობას, როგორც მინიმუმ, გამოსაკითხია ეს ადამიანი – ის ხომ არ იქნებოდა მარტო ამ საქმეში, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველები

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ევროპული გრანტი კანონის დარღვევის უფლებას არ იძლევა, ხოლო უფლებადამცველის იარლიყი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ეს წესი ერთნაირად უნდა მოქმედებდეს ბრიუსელში, პარიზში, რომსა და თბილისში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.