პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: კრიზისებისა და ტრადიციული მარშრუტების გადატვირთვის ფონზე აშშ ობიექტურად დაინტერესებულია სანდო პარტნიორებით და საქართველო ამ კონფიგურაციაში აძლიერებს საკუთარ პოზიციებს

„თაგვმა (“ფორმულა”) თხარა-თხარა და თავის წერილობით შეკითხვაზე – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან სულ სხვა პასუხი (კატა) ამოთხარა,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ეხმიანება უკვე დადასტურებულ ინფორმაციას, რომ საქართველომ აშშ-დან იხილა თანამშრომლობისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები, შედგა არაერთი კონსულტაცია და შეხვედრა, ასევე მაისში დაიგეგმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი.

ქართველიშვილის თქმით, საქართველო-ამერიკას შორის ურთიერთობების რეალური გადატვირთვა იწყება.

„თაგვმა (“ფორმულა”) თხარა-თხარა და თავის წერილობით შეკითხვაზე – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტიდან სულ სხვა პასუხი (კატა) ამოთხარა. იყო მოლოდინი “დემოკრატიის უკუსვლაზე”, “მედია შეზღუდვებზე”, “პოლიტპატიმრებსა” და “არალეგიტიმურ ხელისუფლებაზე”, თუმცა 29 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში აქცენტი გაკეთდა „კონსტრუქციულ ურთიერთობებზე“. ვაშინგტონი გადადის საჯარო ზეწოლის რიტორიკიდან პრაქტიკული თანამშრომლობის ენაზე, ხოლო დიპლომატიაში ეს ნიშნავს მზადყოფნას რეალური მუშაობისთვის. თუ ამ სიგნალს დინამიკაში შევაფასებთ, ის უკვე შეიძლება აღქმული იყოს როგორც ფრთხილი ნაბიჯი სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენისკენ, სადაც პრაგმატიზმი თანდათან აჭარბებს იდეოლოგიურ უთანხმოებებს.

ასევე გაისმა ფორმულირება „კონკრეტული ნაბიჯები“, რაც მიუთითებს საგნობრივ დღის წესრიგზე გადასვლას: საუბარია არა დეკლარაციებზე, არამედ პოტენციურ შეთანხმებებზე, რომელთაც გაზომვადი შედეგები ექნება. სწორედ ამ ლოგიკით იწყება ურთიერთობებში რეალური გადატვირთვა, არა ხმამაღალი პოლიტიკური ჟესტებით, არამედ თანმიმდევრული, ორმხრივი ვალდებულებების დაგროვებით. ამ კონტექსტში საქართველო იღებს მანევრირების შესაძლებლობას: მისი ტრანზიტული პოტენციალი, ინფრასტრუქტურული პროექტები და რეგიონული სტაბილურობის როლი იქცევა არგუმენტად აშშ-სთან თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. საბოლოოდ, ეს სიგნალი ჯდება გლობალური პოლიტიკის უფრო ფართო ტრენდში – პრაგმატიზმისკენ გადაადგილებაში. კრიზისებისა და ტრადიციული მარშრუტების გადატვირთვის ფონზე აშშ ობიექტურად დაინტერესებულია სანდო პარტნიორებით, და საქართველო ამ კონფიგურაციაში აძლიერებს საკუთარ პოზიციებს. თუ მიმდინარე ხაზი გაგრძელდება, რეალურად შეიძლება დავინახოთ ურთიერთობების ეტაპობრივი „რესტარტი“ – არა დეკლარაციული, არამედ ფუნქციური, სადაც სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება კონკრეტული პროექტების, ინტერესებისა და ურთიერთსარგებლის საფუძველზე,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როცა ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ იცოდა, იწონებდა და დღესაც იწონებს როინ შავაძის მკვლელობას, როგორც მინიმუმ, გამოსაკითხია ეს ადამიანი – ის ხომ არ იქნებოდა მარტო ამ საქმეში, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველები

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ევროპული გრანტი კანონის დარღვევის უფლებას არ იძლევა, ხოლო უფლებადამცველის იარლიყი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ეს წესი ერთნაირად უნდა მოქმედებდეს ბრიუსელში, პარიზში, რომსა და თბილისში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.