პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – ძალიან მკაფიოდ გამოიყვანეს აგენტურულ ველზე ფორმალურად, თანამდებობრივად ელჩები

ძალიან მკაფიოდ გამოიყვანეს აგენტურულ ველზე ფორმალურად, თანამდებობრივად ელჩები, ბატონი ჰერჩინსკის თაოსნობით, რა თქმა უნდა ყველა დიპლომატიურ მისიას არ ვგულისხმობ, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ევროკავშირის ელჩის ბოლო განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

„დავიწყოთ ბატონი ჰერჩინსკით და მისი მორიგი თავხედური, დესტრუქციული განცხადებით, რომელსაც სამწუხაროდ, მან და არა მხოლოდ მან შეაჩვია ჩვენი საზოგადოება. თავხედურ და შეურაცხმყოფელ განცხადებასთან ერთად მკაფიო მუქარის ტონები. შეურაცხმყოფელი ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის, გასცდა ყველანაირ მორალურ ზღვარს, არაფერს ვამბობ დიპლომატიურ ეთიკასა და ვენის კონვენციაზე, არც არის მოსატანი ამ ყველაფერთან. მათ ვერ გაიცნეს ჩვენი ქვეყანა, მათ აქვთ მკაფიო დავალება და ისინი გამხმოვანებლის ფუნქციას ასრულებენ“, – განაცხადა კირცხალიამ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება სწორ ნაბიჯად მიაჩნია. “ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა, რა თქმა უნდა, დაიბარებს და რა თქმა უნდა პასუხს მოსთხოვს. ეს არის ნაბიჯი, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიდგას და გადაიდგა არა ერთხელ საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როცა ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ იცოდა, იწონებდა და დღესაც იწონებს როინ შავაძის მკვლელობას, როგორც მინიმუმ, გამოსაკითხია ეს ადამიანი – ის ხომ არ იქნებოდა მარტო ამ საქმეში, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველები

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ევროპული გრანტი კანონის დარღვევის უფლებას არ იძლევა, ხოლო უფლებადამცველის იარლიყი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ეს წესი ერთნაირად უნდა მოქმედებდეს ბრიუსელში, პარიზში, რომსა და თბილისში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.