პოლიტიკა

სააკაშვილის მორიგი შეტევა ეკლესიაზე: “მიკვირს მედიის, რომელიც აქტიურად აშუქებს პატრიარქის ე.წ. არჩევნების რუსულ სპეცოპერაციას – ივანიშვილმა არ დაუშვა არჩევნებზე ნამდვილი გმირი და წმინდა ადამიანი მეუფე ისაია უდიპლომობის გამო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მორიგი შეტევა ეკლესიაზე – სააკაშვილი პატრიარქის არჩევნებს “ეგრეთ წოდებულს” და “რუსულ სპეცოპერაციას” უწოდებს. ის აცხადებს, რომ სახელმწიფოც და ეკლესიაც რუსეთმა მიიტაცა, ბიძინა ივანიშვილმა კი, მეუფე ისაია არ დაუშვა არჩევნებზე.

სააკაშვილი აღნიშნავს, რომ შემდეგი ეტაპი იქნება ივანიშვილის გეგმის განხორციელება, რაც მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას გულისხმობს, რასაც ილია II ბოლომდე ეწინააღმდეგებოდა.

“ძალიან მიკვირს მედიის, რომელიც ისე აქტიურად აშუქებს პატრიარქის ე.წ. არჩევნების რუსულ სპეცოპერაციას, ვითომ მართლა რაიმე კონკრეტულ პროცესთან გვქონდეს საქმე და ინტრიგა რჩებოდეს. ამ “არჩევნების” სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლიუბლიანკაზე და ინსტრუქციები გაშვებულია ივანიშვილთან და ეკლესიაში, აგენტურასთან. ისე სახელმწიფოს მიტაცების შემდეგ, ეკლესიის მიტაცებაც რომ გვაკვირვებს, ეგეც გასაკვირია. როგორც ამათი ზემდგომი რუსები ამბობენ “Потерявши голову по волосам не плачут”. ეს სპეცოპერაცია დაიწყო პოლკოვნიკ ლევან ვასაძის მიერ 9 წლის წინ გაცემული რეკომენდაციით და სრულდება გენერალ კირილ გუნდაევის და რუსეთის საგარეო დაზვერვის უშუალო და ღია ჩარევით. ნიშანდობლივია ისიც, რომ ივანიშვილმა რომელმაც “პრეზიდენტი” დანიშნა უდიპლომო, ახლა არ დაუშვა არჩევნებზე ნამდვილი გმირი და წმინდა ადამიანი მეუფე ისაია (ზურაბ ჭანტურია) უდიპლომობის გამო. ამის შემდეგი ეტაპი იქნება ივანიშვილის გეგმის განხორციელება, ეკლესიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება, რასაც ილია II ბოლომდე ეწინააღმდეგებოდა და რეჟიმისთვის ოფიციალურად დაქვემდებარების. არა უშავს, გავათავისუფლებთ საქართველოს და თავისუფლებას მოიპოვებს ეკლესიაც,” – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როცა ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ იცოდა, იწონებდა და დღესაც იწონებს როინ შავაძის მკვლელობას, როგორც მინიმუმ, გამოსაკითხია ეს ადამიანი – ის ხომ არ იქნებოდა მარტო ამ საქმეში, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველები

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ევროპული გრანტი კანონის დარღვევის უფლებას არ იძლევა, ხოლო უფლებადამცველის იარლიყი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ეს წესი ერთნაირად უნდა მოქმედებდეს ბრიუსელში, პარიზში, რომსა და თბილისში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.