პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს პოლიტიკურ საქმიანობაში მამუკა მდინარაძის უფრო აქტიურად ჩართვა, მათი ქილიკის მცდელობები, მათივე წუხილზე მეტყველებს

ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობა შეიქმნა და ღიმილის მომგვრელია ის აჟიოტაჟი, რაც ამას მოჰყვა, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, ეს ყველაფერი მათ წუხილზე მეტყველებს, რადგან იციან რას ნიშნავს მამუკა მდინარაძის პოლიტიკურ საქმიანობაში უფრო აქტიურად ჩართვა.

„მათი ქილიკის თითოეული მცდელობა მათ არაკომპეტენტურობაზე მეტყველებს, მეტყველებს მათ წუხილზე. ვიცით, ბატონი მდინარაძის პოლიტიკური წარსული, აწმყო, მისი შესაძლებლობები. სადაც ის იყო, ვიცით რა შედეგებს მიაღწია. ვნახეთ სად არის დღეს უსაფრთხოების სამსახური, ამ 8 თვეში ეფექტურად შეძლო თვისებრივად ახალ  დონეზე აეყვანა ეს ყველაფერი. ძალიან კარგად ვიცით ვინ არის და რა შეუძლია ბატონ გეკა გელაძეს, რა შეძლო მან შსს-ში. დარწმუნებული ვარ, გააგრძელებს ყველა იმ წამოწყებულ საქმეს თუ რეფორმას, რაც მამუკა მდინარაძემ დატოვა. ასევე ძალიან კარგად იცნობს საზოგადოება ბატონ სულხან თამაზაშვილს და ვიცით, რა შეუძლია მას და რა გაუკეთებია შსს-ში. ამ ყველაფერთან ერთად, როდესაც სახელმწიფო მინისტრი ბატონი მდინარაძე დე ფაქტო, იმ თანამდებობიდან სადაც იყო, ასრულებდა იგივე კოორდინაციის როლს, ხვალიდან დე იურედ შეასრულებს კოორდინაციის როლს, წარმოიდგინეთ რა დონეზე გაიზრდება ჩვენი სამართალდამცავი უწყებების ეფექტურობის დონე. ამ ყველაფერთან ერთად ძალიან კარგად იციან რას ნიშნავს მდინარაძის პოლიტიკურ საქმიანობაში უფრო აქტიურად ჩართვა. ასე რომ ამ ყველაფერს მოჰყვა ეს აჟიოტაჟი“, – განაცხადა კირცხალიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როცა ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ იცოდა, იწონებდა და დღესაც იწონებს როინ შავაძის მკვლელობას, როგორც მინიმუმ, გამოსაკითხია ეს ადამიანი – ის ხომ არ იქნებოდა მარტო ამ საქმეში, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველები

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ევროპული გრანტი კანონის დარღვევის უფლებას არ იძლევა, ხოლო უფლებადამცველის იარლიყი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ეს წესი ერთნაირად უნდა მოქმედებდეს ბრიუსელში, პარიზში, რომსა და თბილისში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.