პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი გიორგი ანწუხელიძის სახელით პოლიტიკურ მანიპულაციას ეწევა: გაიხსენეთ, რას აიძულებდნენ ანწუხელიძეს, როცა აწამებდნენ- ეუბნებოდნენ “შეაგინე მიშას” და მან უარი თქვა ამის გაკეთებაზე

რატომ აღიზიანებთ ქოცებს გიორგი ანწუხელიძის ფიგურა განსაკუთრებით. იმიტომ, რომ როცა აწამებდნენ, ეუბნებოდნენ “შეაგინე მიშას” და ანწუხელიძემ უარი თქვა ამის გაკეთებაზე- წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ის ამ პოსტით იმ “ოპოზიციონერებსაც” მიმართავს, რომლებიც “აქტიურად ასრულებენ შეაგინე მიშას მისიას”.

“რატომ აღიზიანებთ ქოცების გიორგი ანწუხელიძის ფიგურა განსაკუთრებით. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ვერასდროს შესწვდებიან და არც ესმით მისი მოტივაცია. მეორე, გაიხსენეთ თუ რას აიძულებდნენ მას, როცა აწამებდნენ, ეუბნებოდნენ “შეაგინე მიშას” და ანწუხელიძემ უარი თქვა ამის გაკეთებაზე (შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო და დარწმუნდეთ) ეს პოსტი მარტო ქოცებს არ ეხებათ, არამედ იმ ხელმოცარულ “ოპოზიციონერებსაც” რომლებიც აქტიურად ასრულებენ შეაგინე მიშას მისიას. ალვანელმა გმირმა სიკვდილის მუქარის ქვეშაც არ იკადრა ის რასაც ახლა ესენი დიდი აზარტით და განცხრომით აკეთებენ, რატომ ახლა? იმედი ჰქონდათ რომ ხალხი დამივიწყებდა და ახლა როცა ამან არ გაჭრა და პირიქით ხდება, თვითონ გადმოვიდნენ შეტევაზე და თან სწყინთ პასუხს რატომ გვცემსო, რატომ არ ითმენს ჩვენს ნაძირლობასო.”- წერს სააკაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როცა ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ იცოდა, იწონებდა და დღესაც იწონებს როინ შავაძის მკვლელობას, როგორც მინიმუმ, გამოსაკითხია ეს ადამიანი – ის ხომ არ იქნებოდა მარტო ამ საქმეში, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველები

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ევროპული გრანტი კანონის დარღვევის უფლებას არ იძლევა, ხოლო უფლებადამცველის იარლიყი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ეს წესი ერთნაირად უნდა მოქმედებდეს ბრიუსელში, პარიზში, რომსა და თბილისში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.