უცხოური მედია

FedEx-ის მძღოლს, რომელმაც 7 წლის გოგონა მოიტაცა და მოკლა, სიკვდილით დასჯიან

FedEx-ის მძღოლს, რომელმაც პატარა ათენა სტრენდი გაიტაცა და მოკლა, ჩადენილი საშინელი დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯა მიესაჯა.

34 წლის ტანერ ჰორნერი 2022 წლის ნოემბერში ათენას ოჯახში მივიდა ამანათის მისატანად. მან გოგონა, რომელიც ეზოში თამაშობდა, თავის სატვირთო ავტომობილში ჩასვა და კარი ჩაკეტა. პროკურორმა ხაზი გაუსვა, რომ ათენამ მანქანაში ყოფნისას უმძიმეს განსაცდელს გაუძლო.

მოტაცებისა და მანქანაში განვითარებული მოვლენების დეტალები სწორედ სატვირთო ავტომობილში არსებული და გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით, კერძოდ, fedex-ის ავტომანქანაში დამონტაჯებული ვიდეოთვალით დასტურდება.

შვიდი წლის ათენა სიცოცხლისთვის სატვირთო მანქანის უკანა ნაწილში იბრძოდა. ბრალდებულმა განზრახ მკვლელობასა და დამამძიმებელ გარემოებებში გატაცებაში ბრალი 7 აპრილს, სასამართლო პროცესის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე აღიარა.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჰორნერისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოსატანად ორი საათი და 50 წუთი დასჭირდა. სამშაბათს, განაჩენის გამოცხადებისას, ჰორნერს არანაირი ემოცია არ გამოუხატავს.

დასკვნით სიტყვაში, უაიზის ოლქის პროკურორმა ჯეიმს სტეინტონმა შვიდი წლის ათენას „მეომარი“ უწოდა იმ სიმამაცისთვის, რომელიც მან FedEx-ის ფურგონში ტრაგიკულ გარდაცვალებამდე გამოიჩინა.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა