ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ შაკო ჩაჩანიძე„სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა გვერდმა თარიღის მითითების გარეშე გამოაქვეყნა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ძველი ვიდეო, რათა ხალხი შეცდომაში შეეყვანათ, სინამდვილეში, ეს მშიშარა და ფარისეველი თორნიკე რაზმაძის ჯიბის გვერდია - აქ იდება ყველაფერი, რის თქმასაც პირად პროფილზე ვერ ბედავს“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი5°C
  • ბათუმი8°C
  • ქუთაისი7°C
  • რუსთავი8°C
  • ზუგდიდი6°C
  • თელავი5°C
  • გორი6°C
  • ახალციხე1°C
  • ოზურგეთი7°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია−1°C
  • ფოთი8°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲡᲮᲕᲐ7 ᲛᲐᲘᲡᲘ21:37
ლიზა გეგეჭკორი

განცხადება · 155 ნახვა

„მამუკა მდინარაძემ ახალი პოზიციიდან საზოგადოებას მისცა პირობა, რომ პირადად ჩაუღრმავდებოდა აქციებზე მომხდარი ინდივიდუალური ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობის საკითხს. ფაქტობრივად, ეს იყო გარანტია, რომ ის ძალოვნები, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, აუცილებლად აგებდნენ პასუხს კანონის წინაშე“

ყველას კარგად გვახსოვს 23 აპრილს მამუკა მდინარაძის პირდაპირი ეთერი TV იმედზე, სადაც მან ძალიან მკაფიო, პრინციპული და სახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა. ახალი პოზიციიდან მან საზოგადოებას მისცა მყარი პირობა, რომ პირადად ჩაუღრმავდებოდა აქციებზე მომხდარი ცალკეული, ინდივიდუალური ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობის საკითხს. ფაქტობრივად, ეს იყო გარანტია, რომ სისტემაში ხელშეუხებელი არავინ დარჩებოდა და ის ძალოვნები, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, აუცილებლად აგებდნენ პასუხს კანონის წინაშე,- ამის შესახებ ტელეწამყვანი, ლიზა გეგჭკორი წერს სოციალურ ქსელში რითაც ის, საქართველოს პროკურატურის მიერ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ლევან ხაბეიშვილის, ზვიად მაისაშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელის დაკავების ფაქტს ეხმიანება.

როგორც გეგეჭკორი აცხადებს, მას შემდეგ, რაც “ნაცების პროპაგანდამ” გაიგო, რომ გამოძიება უკვე ბოლოში იყო გასული “გამოაცხვეს იაფფასიანი სპექტაკლი” თითქოს დამნაშავეები მათმა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს.

“რაც შეეხება პროკურატურის დღევანდელ ბრიფინგს – მოვლენების ქრონოლოგიას მივყვეთ და ვნახოთ, როგორ მუშაობს სინამდვილეში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და როგორ უპირისპირდება მას ნაცმოძრაობის ჩვეული, იაფფასიანი ტყუილების მანქანა. ყველას კარგად გვახსოვს 23 აპრილს მამუკა მდინარაძის პირდაპირი ეთერი TV იმედზე, სადაც მან ძალიან მკაფიო, პრინციპული და სახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა. ახალი პოზიციიდან მან საზოგადოებას მისცა მყარი პირობა, რომ პირადად ჩაუღრმავდებოდა აქციებზე მომხდარი ცალკეული, ინდივიდუალური ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობის საკითხს. ფაქტობრივად, ეს იყო გარანტია, რომ სისტემაში ხელშეუხებელი არავინ დარჩებოდა და ის ძალოვნები, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, აუცილებლად აგებდნენ პასუხს კანონის წინაშე. და რას აკეთებს ამ დროს ნაცების პროპაგანდა? კონკრეტულად კი ჯარიაშვილი, როგავა და მათნაირები? როგორც კი თავიანთი არხებით გაიგეს, რომ გამოძიება უკვე ბოლოში იყო გასული, დამნაშავის ვინაობა იდენტიფიცირებული იყო და დასაკავებლად ემზადებოდნენ, სასწრაფოდ და ტრადიციულად ჩართეს მითვისების მცდელობა, ოფიციალურ დაკავებამდე სულ რაღაც 2 დღით ადრე, ეთერში გამოაცხვეს იაფფასიანი სპექტაკლი, თითქოს მათმა ე.წ. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა „თავად მიაგნეს“ მოძალადე სპეცრაზმელს.

ხვდებით, ხომ, რამხელა აბსურდთან და მანიპულაციასთან გვაქვს საქმე? ეს იყო წინასწარ, მიზანმიმართულად გათვლილი ტყუილი ერთი კონკრეტული ამოცანით: როცა სახელმწიფო ამ ადამიანს დააკავებდა, პროპაგანდას უნდა ეყვირა – „აი, ჩვენ რომ ვამხილეთ და ეთერში გავუშვით, იმიტომ დაიჭირესო“. უბრალოდ სცადეს, რომ სახელმწიფოს მიერ ჩატარებული ურთულესი სამუშაო და კანონის აღსრულების ფაქტი საკუთარ პოლიტიკურ და მედია აქტივში ჩაეწერათ. თუმცა, ფაქტებს და რეალობას ვერაფერს უზამენ. სიმართლე კი ის არის, რომ სახელმწიფო სისტემამ იმუშავა გამართულად და მამუკა მდინარაძემ ახალი პოზიციიდან უკვე დადო ხელშესახები, კონკრეტული შედეგი. დამნაშავე დასჯილია არა ვიღაცის შეთითხნილი სიუჟეტის გამო, არამედ იმიტომ, რომ ხელისუფლებას აქვს ნება, დაიცვას კანონი და არ დაუშვას გადაცდომები”,- წერს ლიზა გეგეჭკორი.

ლიზა გეგეჭკორი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ლიზა გეგეჭკორი„პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინისხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი“
  2. ლიზა გეგეჭკორი„ევროკავშირის წარმომადგენლობამ თავის ღონისძიებაზე მაინცდამაინც „გამოუვალი მდგომარეობა“ რომ მიიწვია, ეს ხომ უბრალო მუსიკალური არჩევანი არ არის? როცა ხედავ, რომ შენი ადგილობრივი პოლიტიკური ფავორიტების საქმე წასულია, ალბათ მუსიკასაც შესაბამისს ირჩევ – მართლაც რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან“
  3. ლიზა გეგეჭკორი„მაგ არამზადას რატომღაც არავინ სცემს სერიოზულ პასუხს და მგონი სულ ტყუილად, სიცილში ისეთ ნაძირლობებს კადრულობს, ,,ნაცსაც” რომ გაუკვირდება“
  4. ლიზა გეგეჭკორი„ნაცვლად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო მასშტაბის სიკეთეს თვალი გაუსწორონ, არაკეთილსინდისიერი ადამიანები ისევ იაფფასიანი ტყუილებით ცდილობენ ხალხის შეცდომაში შეყვანას. ნუ აჰყვებით ამ ხელოვნურ აჟიოტაჟს – ფაქტები ჯიუტია და ამ ისტორიულ ქველმოქმედებას ვერანაირი ბინძური პროპაგანდა ვერ გადაფარავს!“