„ჩემს საქმეს ერთი თვის განმავლობაში იძიებდნენ — ვერაფერი იპოვეს!!! საბოლოოდ, 15 წლის წინანდელი ბრალდებები გამოჩნდა. რა სიამოვნებაა, გქონდეს შესაძლებლობა, თავად აირჩიო დამშვიდობების დრო. რა გინდათ ჩემგან? რომ ავტირდე?! ეს ამად არ ღირს“, — ნათქვამია წერილში, რომელიც ეპშტეინის ყოფილმა თანამესაკნემ, ნიკოლას ტარტალიონემ იპოვა — ყოფილმა პოლიციელმა, რომელსაც მკვლელობისთვის ოთხი უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი.
დოკუმენტი ტარტალიონეს საქმის მასალებში აღმოჩნდა. მამაკაცის თქმით, მან ფურცელი წიგნში შენიშნა 2019 წლის ივლისში, ეპშტეინის თვითმკვლელობის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ. ერთი თვის შემდეგ კი, სექსუალური ხასიათის დანაშაულებში ბრალდებული ეპშტეინი თავის საკანში გარდაცვლილი იპოვეს.
წერილის გასაჯაროების განკარგულება, რომლის ავთენტურობაც ოფიციალურად დადასტურებული არ არის, აშშ-ის ფედერალურმა საოლქო მოსამართლემ, კენეტ კარასმა გაზეთ New York Times-ის მოთხოვნის საფუძველზე გასცა.
აღსანიშნავია, რომ ეპშტეინის საქმის ფედერალურ გამომძიებლებს ეს ჩანაწერი მანამდე არასოდეს უნახავთ და ის არც იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ადრე გამოქვეყნებულ მასალებში ფიგურირებდა.












