უცხოური მედია

აშშ-ს ზვიგენების შემოსევა ემუქრება: რა არის მიზეზი და როგორ არ უნდა გახდეთ მათი მსხვერპლი

ზვიგენებმა მასობრივად დაიწყეს კალიფორნიის პლაჟებთან მოახლოება, რაც ადამიანებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს — განაცხადა საზღვაო ბიოლოგიის პროფესორმა, კრის ლოუმ Fox Weather-თან ინტერვიუში. პრობლემა ასევე ეხება ისეთ სანაპირო შტატებს, როგორიცაა ფლორიდა, ჰავაი, სამხრეთ კაროლინა და ნიუ-ჯერსი.

საშიში თევზების გადაადგილებას იწვევს „ელ-ნინიო“ — წყნარი ოკეანის ზედაპირული წყლების ანომალიური დათბობა. ეს ექსტრემალური სიცხის შედეგია — მარტში კალიფორნიაში დაფიქსირდა ტემპერატურული რეკორდი, რომელმაც 42°C (108°F) შეადგინა. თბილ წყალში ზვიგენებს მეტაბოლიზმი უჩქარდებათ, რის გამოც მათ უფრო მეტი საკვები სჭირდებათ.

აშშ-ში მიმდინარე წელს უკვე დაფიქსირდა ზვიგენის თავდასხმის 16 შემთხვევა, რომელთაგან 4 ფატალურად დასრულდა. უსაფრთხოების მიზნით, ექსპერტები მოსახლეობას ურჩევენ, თავი ააარიდონ ცურვას განთიადისას და მზის ჩასვლისას, როდესაც მტაცებლები აქტიურად იკვებებიან; ასევე, უმჯობესია წყალში ჯგუფურად ყოფნა.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ნაპირისკენ ან ნავისკენ ცურვა იყოს ნელი და მშვიდი, ზედმეტი შხეფების გარეშე. თუ ზვიგენი მაინც მოგიახლოვდათ, შეგიძლიათ მას დინგის წინა ნაწილში ფრთხილად ჰკრათ ხელი — იქ მგრძნობიარე რეცეპტორები მდებარეობს. ცხოველის სხვა მოწყვლადი ადგილებია ლაყუჩები, თვალები და ცხვირი.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა