განცხადება · 98 ნახვა
„არც პრაქტიკული, არც პროგრამული და არც ღირებულებითი თვალსაზრისით 26 მაისს ოპოზიციისგან საქართველო არაფერს უნდა ელოდოს, მთავარია, ერთმანეთს არ დასცხონ ურთიერთსაპირისპირო მოთხოვნების გამო“
რადიკალური ოპოზიციის მიერ 26 მაისს დაანონსებული საპროტესტო აქციისგან არანაირი მოლოდინი არ აქვს „ხალხი ძალის“ წევრს დავით ქართველიშვილს. როგორც მან ოპოზიციის მცდელობაზე გამართოს აქცია, სადაც რადიკალები შეეცდებიან საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების ჩვენებას, კომენტირებისას განაცხადა, მთავარია აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება არ მოხდეს, რისი ნიშნებიც რეალურად სახეზეა.
დავით ქართველიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აქციის ორგანიზატორებსა და მომწყობებს შორის არანაირი ღირებულებითი ერთობა არ არის და არ არის გამორიცხული ვიხილოთ მათ შორის დაპირისპირებაც.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„ისინი, თუ არ ვცდები, 19:00 საათზე, მართლაც შეიკრიბებიან, უბრალოდ გადათვლიან ერთმანეთს და დაახლოებით 20:30 საათზე დაიშლებიან და წავლენ სახლებში. არც პრაქტიკული, არც პროგრამული და არც ღირებულებითი თვალსაზრისით 26 მაისს ოპოზიციისგან საქართველო – არაფერს უნდა ელოდოს. მთავარია ერთმანეთს არ დასცხონ ურთიერთსაპირისპირო მოთხოვნების გამო, იმიტომ, რომ უკვე ჩნდება ამის ნიშნები. ზოგი ამბობს, რომ დღის წესრიგში აუცილებლად უნდა იყოს სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა. ზოგი კი, ამბობს – რა დროს სააკაშვილია. მთავარია, პოლიციამ წესრიგი დაამყაროს ისე, რომ არ მისცეს მათ ამ აქციის დროს ერთმანეთის დაზიანების საშუალება,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
დავით ქართველიშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- დავით ქართველიშვილი„ადამიანურ ტრაგედიას ქოცურ-ნაცურ „ბენეფიტებში“ რანაირად განიხილავთ, ერთ დაწერილ წინადადებაში რამდენი უნდა გადაგიხადონ“
- დავით ქართველიშვილი„ღმერთის და წმინდანების სახელით დედაეკლესიის ერთიანობის დაშლას ცდილობენ“
- დავით ქართველიშვილი„საქართველოსა და რუსეთს შორის სპეციალური წარმომადგენლების დონეზე პირდაპირი დიალოგის განახლება ორმხრივი ურთიერთობების უფრო სისტემურ და პრაგმატულ მოდელზე გადასვლის მნიშვნელოვანი სიგნალია - და ეს პირველი კომუნიკაცია უკვე შედგა“
- დავით ქართველიშვილი„ოპოზიციის წარმომადგენლებს ავიწყდებათ მთავარი, საქართველოს ხელისუფლებასაც რომ გაეზიარებინა ის მოთხოვნები, რომლებსაც დასავლეთი უყენებდა, ირაკლი კობახიძესაც წითელი ხალიჩებით დახვდებოდნენ, ფოტოებსაც გადაიღებდნენ და ღიმილითაც შეხვდებოდნენ, მაგრამ რა იქნებოდა ამის ფასი?“
