ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ თორნიკე ჭეიშვილი„მიზანი იყო დემოკრატიის პრინციპების წინააღმდეგ წასულიყავით, ამას თან სდევდა უსაფუძვლოდ, ხელოვნური გარემოებებით და საბაბით პარლამენტისა და ზოგადად კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობის არაღიარება“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი5°C
  • ბათუმი9°C
  • ქუთაისი7°C
  • რუსთავი7°C
  • ზუგდიდი7°C
  • თელავი5°C
  • გორი4°C
  • ახალციხე3°C
  • ოზურგეთი8°C
  • ამბროლაური3°C
  • მესტია−1°C
  • ფოთი9°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 25 ნოემბერი
  • USD2.5922−0.0004
  • EUR2.8343−0.0080
  • GBP3.3867−0.0101
  • TRY0.0512−0.0001
  • 100 RUB3.1561+0.0019
  • AZN1.5244+0.0002
  • 1000 AMD7.1906+0.0035
  • 10 UAH0.5714−0.0048
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ23 ᲛᲐᲘᲡᲘ21:40
ლადო სადღობელაშვილი

განცხადება · 85 ნახვა

„მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ დიუშენის სინდრომით დაავადებულ მოქალაქეებს სახელმწიფო უყურადღებოდ არ ტოვებს, 3 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი საჭირო ინვენტარისა და რეაბილიტაციებისთვის. ეს არის რეალური საქმე და არა კამერების წინ დადგმულ ფლეშმობებში მონაწილეობა“

დიუშენის დაავადებით მცხოვრები ბავშვებისა და მათი ოჯახების ტკივილი პოლიტიკის იარაღად არ უნდა იქცეს. ყველა ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თუ ექსტრემისტული ჯგუფი რომელიც ამ თემებით სპეკულირებს, თამაშობს ძალიან ბინძურ თამაშს და კარგად არ დამთავრდება ეს საკითხი, – წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში. როგორც სადღობელაშვილი აღნიშნავს, დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს, სახელმწიფო უყურადღებოდ არ ტოვებს და ჯანდაცვის სამინისტრო 3 მილიონი ლარით ეხმარება.

მისივე თქმით, დიუშენის თემას სჭირდება არა პოლიტიკური შოუ, არამედ შედეგი, სტაბილური მხარდაჭერა და პასუხისმგებლობა. და სწორედ ამას აკეთებს სახელმწიფო… ჩუმად, საქმით და არა ფეისბუქ და ქუჩის დრამებით.

„დიუშენის დაავადებით მცხოვრები ბავშვებისა და მათი ოჯახების ტკივილი პოლიტიკის იარაღად არ უნდა იქცეს. ყველა ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თუ ექსტრემისტული ჯგუფი რომელიც ამ თემებით სპეკულირებს, თამაშობს ძალიან ბინძურ თამაშს და კარგად არ დამთავრდება ეს საკითხი! – მე მინდა საზოგადოებას შევახსენო რომ ამ ვერაგი ავადმყოფობით დაავადებულ საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო უყურადღებოდ ნამდვილად არ ტოვებს, 3 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი საჭირო ინვენტარისა და რეაბილიტაციებისთვის. გასაგებია რომ ეს არ კმარა, მაგრამ დამეთანხმებით რომ ეს ის საჭიროებაა, რომელიც ყველა პაციენტის ოჯახს ადგება და იყენებენ კიდეც! ეს არის რეალური საქმე და არა კამერების წინ დადგმულ ფლეშმობებში მონაწილეობის მიღება და “ცეცხლზე ნავთის დასხმა”! – როგორც ზემოთ ავღნიშნე საქართველოში მრავლად არიან ანგაჟირებული პროვოკატორები რომლებიც ამ მძიმე თემაზე საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგის აწყობას ცდილობენ. აქციები, ხმაური, ემოციური შანტაჟი და ახლა უკვე გაურკვეველი “ფონდების” მიერ შეგროვილი თანხები… – ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ თავად მათ შორის, შიგნით დაიწყო დაპირისპირება! ვინ აგროვებს ფულს, სად მიდის ეს თანხა, ვინ აკონტროლებს, რა მიზნობრიობით იხარჯება. საზოგადოებამ დღემდე ვერ მიიღო მკაფიო პასუხი. როდესაც საქმე ავადმყოფ ბავშვებს ეხება, პასუხისმგებლობა და გამჭვირვალობა აუცილებელია. სახელმწიფოს პროგრამა კონკრეტულია, გაწერილია და ანგარიშვალდებულია. ხოლო ისინი, ვინც გუშინ “ერთად ბრძოლაზე” საუბრობდნენ, დღეს უკვე ერთმანეთის დადანაშაულებით არიან დაკავებულები. ასე ხდება ხოლმე როდესაც საქმეში უცხო ქვეყნის აგენტურა ერევა! – დიუშენის თემას სჭირდება არა პოლიტიკური შოუ, არამედ შედეგი, სტაბილური მხარდაჭერა და პასუხისმგებლობა. და სწორედ ამას აკეთებს სახელმწიფო… ჩუმად, საქმით და არა ფეისბუქ და ქუჩის დრამებით.“ – წერს სადღობელაშვილი

ლადო სადღობელაშვილი სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ლადო სადღობელაშვილი„მართლაც რთულია ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს უწოდო უღმერთო, თანაც იმის ფონზე რაც მათ ცალკეულად თუ ერთობლივად აქვთ გაკეთებული ჩვენი დედაეკლესიისთვის და სრულიად საქართველოს საპატრიარქოსთვის! ზოგადად მართლმადიდებლობის გასაძლიერებლად საქართველოში“
  2. ლადო სადღობელაშვილი„დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, ვიმედოვნებ, ეს პროცესი პრაგმატული შედეგების მომტანი იქნება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის უმთავრესი ეროვნული მიზნის - ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის საქმეში“
  3. ლადო სადღობელაშვილი„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენაა! თუმცა, განსაკუთრებით ყურადსაღებია ის „კოორდინირებული დუმილი“, რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა, ეკონომიკის ექსპერტებმა, ბიზნესწრეებმა და ოპოზიციურმა მედიამ ამ თემის გარშემო აირჩიეს“
  4. ლადო სადღობელაშვილი„გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის“