პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – კანდელაკის “კვლევის” მიზანია ყველა მხრივ, ყველა საშუალებით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება თანამედროვე ორჯონიკიძეების მხრიდან

მიზანია ყველა მხრივ, ყველა საშუალებით ქვეყნის გარედან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება თანამედროვე ორჯონიკიძეების მხრიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ “იმედის” ეთერში გიორგი კანდელაკის კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც წერია, რომ თბილისი ირანის მიერ აგენტების გადაბირებისა და ტერორისტული ოპერაციების ნაყოფიერ ნიადაგად იქცა.

კირცხალიას თქმით, ყველა აბსურდულ განცხადებაში, ყველა აბსურდულ “კვლევაში“ ამ ადამიანის სახელი და გვარი ისახება.

“მიზანი რა არის, ძალიან მარტივია. მიზანია ყველა მხრივ, ყველა საშუალებით ქვეყნის გარედან ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება თანამედროვე ორჯონიკიძეების მხრიდან. კანდელაკზე როდესაც ვსაუბრობთ, მისი ისტორიაც ხელის გულზე დევს, თუ რას აკეთებდა და როგორ იქცეოდა. გვახსოვს, ჩვენი გუნდის წევრები იხსენებდნენ, ეუბნებოდნენ ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის წარმომადგენლები, რომ თურმე აგვაწიოკაო. კაბინეტ-კაბინეტ დარბოდა უვიზო რეჟიმი როდესაც უნდა შემოსულიყო ჩვენს ქვეყანაში, როგორ ბედავთ ამ ყველაფერს, ამას ხომ „ქართული ოცნება“ მიიწერს და ჩვენს ქვეყანას როგორმე ეს ბენეფიტი არ მისცეთო. ამით დაიწყო ამ ბავშვმა თავის დროზე თავისი მოღალატეობრივი მოღვაწეობა. შემდეგ ალბათ შეამჩნია იმ ბიუროკრატიამ, პოლიტიკოსებმა რომ ამ ყველაზე ბინძურ ღალატში გამოდგებოდა და ალბათ მაგ დროიდან დაიტოვეს კონტრაქტზე. ყველა აბსურდულ განცხადებაში, ყველა აბსურდულ „კვლევაში“ გვესახება ამ ადამიანის სახელი და გვარი“, – განაცხადა კირცხალიამ.

მისივე თქმით, კანდელაკი ის ადამიანია, ვისაც საფრანგეთის საელჩომ „გრანტების შესახებ“ კანონის მიღებისას ტურისტული ბილიკების დაკვალვისთვის მის არასამთავრობო ორგანიზაციას გრანტი გამოუყო.

“ალბათ, ამ დაკვალვის დროს თავში მოსდის ხოლმე განსაკუთრებით ბინძური და სრულიად აბსურდული ცილისწამება თავისი ქვეყნის წინააღმდეგ. არამხოლოდ კანდელაკი, ავიღოთ ხიდაშელი[თინა], საბანაძე[ნატალია], რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესში იჯდა“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი!

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: შალვა პაპუაშვილს ექნება საშუალება ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპიკერებს გააცნოს ის გამოწვევები, რაც არსებობს არა მარტო საქართველოს წინაშე და ზიანს აყენებს ევროკავშირს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ამოცანაა, საკუთარი სატრანზიტო მარშრუტი იმდენად მოსახერხებელი გახადოს, რომ ალტერნატიული გზების გაჩენის შემთხვევაშიც კი გადამზიდავებისთვის საქართველოს ინფრასტრუქტურით სარგებლობა უფრო მომგებიანი იყოს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.