პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ვერ ვხვდები რატომ უკვირს “პრადვინუტებს” საქართველოში სამმართველოს შექმნა, რომელიც გააკონტროლებს სიძულვილის ენას- სახელმწიფოები წლებია ქმნიან სპეციალიზებულ დანაყოფებს, რომლებიც აკვირდებიან სოციალურ ქსელებში ძალადობისკენ მოწოდებას, ტერორისტულ პროპაგანდას თუ მუქარებს

„მე ვერ ვხვდები რატომ უკვირს “პრადვინუტებს” ის ფაქტი რომ საქართველოში შეიქმნა და დღეიდან დაიწყო მუშაობა შსს-ს სამმართველომ, რომელიც გააკონტროლებს სოცქსელებში სიძულვილის ენას და ამაზე ადეკვატურად კანონის კუთხით რეაგირება ექნება?! – დასავლეთში ასეთი პრაქტიკა საკმაოდ აქტუალურია…“- წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

სადღობელაშვილს ევროპული ქვეყნების მაგალითები მოჰყავს, სადაც კანონმდებლობა საშუალებას აძლევს პოლიციას, რეაგირება მოახდინოს “მძიმედ შეურაცხმყოფელ” ან მუქარის შემცველ ონლაინ შეტყობინებებზე.

ანალიტიკოსი წერს, რომ გერმანიასა და ბრიტანეთში კრიტიკოსები ხშირად ამტკიცებენ, რომ სახელმწიფოს ზედმეტი ჩარევა ცენზურის რისკს ქმნის, ხოლო მხარდამჭერები ამბობენ, რომ ონლაინ მუქარებისა და ძალადობის პრევენციისთვის ასეთი მექანიზმები აუცილებელია.

„გერმანია ყველაზე ცნობილი მაგალითი, გერმანიაში ამ მიმართულებით მუშაობს Federal Criminal Police Office (BKA), რომელსაც აქვს სპეციალური მექანიზმები ონლაინ სიძულვილის დანაშაულების გამოსავლენად და გამოსაძიებლად.
2025 წელს გერმანიის პოლიციამ ერთდროულად ათეულობით საცხოვრებელ ბინაზე ჩაატარა ჩხრეკა ონლაინ სიძულვილის ენისა და მუქარების გამო. გამოძიება ეხებოდა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პოსტებს, მათ შორის პოლიტიკოსებისა და ქალების მიმართ მუქარებსა და შეურაცხმყოფელ განცხადებებს.
გერმანიაში სოციალური ქსელები ვალდებულნი არიან მძიმე დანაშაულის შემცველი პოსტების შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებს გადასცენ. ამისთვის შეიქმნა ცენტრალური შეტყობინებების სისტემა.

  • დიდ ბრიტანეთში მოქმედებს Counter Terrorism Internet Referral Unit (CTIRU), რომელიც თავდაპირველად ტერორისტულ კონტენტს ებრძოდა, თუმცა ონლაინ ექსტრემიზმისა და სიძულვილის შემცველი მასალების გამოვლენაშიც მონაწილეობს. მისი მუშაობის შედეგად ასობით ათასი მასალა ინტერნეტიდან წაიშალა.
    ასევე, ბრიტანეთის კანონმდებლობა საშუალებას აძლევს პოლიციას რეაგირება მოახდინოს “მძიმედ შეურაცხმყოფელ” ან მუქარის შემცველ ონლაინ შეტყობინებებზე. ბოლო წლებში ამ მუხლებით ყოველწლიურად ათასობით პირი იქნა დაკითხული ან დაკავებული.
  • საფრანგეთში ფუნქციონირებს სახელმწიფო პლატფორმა PHAROS, სადაც მოქალაქეები ონლაინ სიძულვილის ენას, მუქარებსა და უკანონო კონტენტს აცნობებენ. გახმაურებული იყო 2026 წელს ტელეარხ CNews-ის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება რასისტული განცხადებების გამო.
    სახელმწიფოები უკვე წლებია ქმნიან სპეციალიზებულ დანაყოფებს, რომლებიც აკვირდებიან სოციალურ ქსელებში: ძალადობისკენ მოწოდებას, ეთნიკურ და რელიგიურ სიძულვილს, ტერორისტულ პროპაგანდას, მუქარებს, გარკვეულ შემთხვევებში მძიმე შეურაცხყოფასა და დევნას.
    ამასთან, ყველაზე დიდი პოლიტიკური კამათი სწორედ იმაზე მიმდინარეობს, სად გადის ზღვარი სიძულვილის ენასა და სიტყვის თავისუფლებას შორის. მაგალითად, გერმანიასა და ბრიტანეთში კრიტიკოსები ხშირად ამტკიცებენ, რომ სახელმწიფოს ზედმეტი ჩარევა ცენზურის რისკს ქმნის, ხოლო მხარდამჭერები ამბობენ, რომ ონლაინ მუქარებისა და ძალადობის პრევენციისთვის ასეთი მექანიზმები აუცილებელია.“ – წერს სადღობელაშვილი.
Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი!

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: შალვა პაპუაშვილს ექნება საშუალება ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპიკერებს გააცნოს ის გამოწვევები, რაც არსებობს არა მარტო საქართველოს წინაშე და ზიანს აყენებს ევროკავშირს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ამოცანაა, საკუთარი სატრანზიტო მარშრუტი იმდენად მოსახერხებელი გახადოს, რომ ალტერნატიული გზების გაჩენის შემთხვევაშიც კი გადამზიდავებისთვის საქართველოს ინფრასტრუქტურით სარგებლობა უფრო მომგებიანი იყოს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.