პოლიტიკა

ერთიანი ნეიტრალური საქართველო: “პარი სენ ჟერმენი“ ევროპის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მიჯრით მეორედ გახდა. ეს ფაქტი, პარიზში მოქალაქეების მხრიდან ერთმანეთისთვის მილოცვისა და საყოველთაო ზეიმის მიზეზი უნდა გამხდარიყო, თუმცა კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საფრანგეთში ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს წარმატების აღნიშვნა სხვანაირად ესმით

გასულ შაბათს, საფეხბურთო კლუბი „პარი სენ ჟერმენი“ ევროპის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მიჯრით მეორედ გახდა, რამაც, ბუნებრივია, მათ გულშემატკივრებში უდიდესი სიხარული გამოიწვია. ეს ფაქტი, პარიზში მოქალაქეების მხრიდან ერთმანეთისთვის მილოცვისა და საყოველთაო ზეიმის მიზეზი უნდა გამხდარიყო, თუმცა კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საფრანგეთში ადამიანთა გარკვეულ ჯგუფებს წარმატების აღნიშვნა სხვანაირად ესმით- ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” განცხადებაშია აღნიშნული. განცხადებაში ნახსენებია ის მოვლენები, რომელიც გუნდის გამარჯვების შემდეგ ქალაქში განვითარდა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი ფრანგული გამოცემების მიხედვით, „ზეიმმა“ აგრესიული ხასიათი მიიღო, „ფანების“ ნაწილმა მთელი ქვეყნის მასშტაბით დააზიანა მაღაზიები, დაწვეს ავტომობილები და ველოსიპედები, რასაც, ბუნებრივია პოლიციის მხრიდან რეაგირება მოჰყვა. მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 400 პირი დააკავეს, საიდანაც თითქმის 300 ადამიანი პარიზში დააპატიმრეს.

“მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, რომ ადამიანები, რომლებიც საყვარელი გუნდის მატჩზე სტადიონზე ვერ მოხვდნენ, ერთად იკრიბებიან და ქალაქის მოედნებზე, სკვერებსა თუ პარკებში თამაშს დიდ ეკრანზე უყურებენ, გამარჯვების შემთხვევაში კი, მიღწეულ წარმატებას ერთად აღნიშნავენ. როგორც ფრანგული გამოცემები ადასტურებენ, 30 მაისს მთელი საფრანგეთის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში დაახლოებით 40 ათასმა ადამიანმა გადაწყვიტა „პარი სენ ჟერმენისთვის“ ფინალურ მატჩში სწორედ ამ ფორმით ეგულშემატკივრა, თუმცა მთავარი მოვლენები მათი საყვარელი გუნდის გამარჯვების შემდეგ განვითარდა. როგორც ფრანგული გამოცემები წერენ, „ზეიმმა“ აგრესიული ხასიათი მიიღო, „ფანების“ ნაწილმა მთელი ქვეყნის მასშტაბით დააზიანა მაღაზიები, დაწვეს ავტომობილები და ველოსიპედები, რასაც, ბუნებრივია პოლიციის მხრიდან რეაგირება მოჰყვა. ამის შემდეგ, „გულშემატკივრები“ პოლიციას დაუპირისპირდნენ, სამართალდამცველების წინააღმდეგ პიროტექნიკაც გამოიყენეს და ადამიანთა მცირე ჯგუფმა პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში შეჭრაც კი სცადა, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. საბოლოოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 400 პირი დააკავეს, საიდანაც თითქმის 300 ადამიანი პარიზში დააპატიმრეს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საფრანგეთში ტრიუმფალური საფეხბურთო გამარჯვებების აღნიშვნა საყოველთაო ქაოსში გადაიზარდა. მსგავსი შემთხვევები 2018 წელს საფრანგეთის ნაკრების მიერ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებისა და გასულ წელს იმავე „პარი სენ ჟერმენის“ მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგაც დაფიქსირდა. სამწუხაროდ, შარშან „ზეიმი“ ტრაგიკულად დასრულდა და ორი ადამიანი დაიღუპა”- აღნიშნულია განცხადებაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილს: ბიძინას შვილები “წინა პლანზე” იყვნენ, არიან და იქნებიან ერის მოამაგე მამასთან ერთად, ქართველ ახალგაზრდებთან და ქართველ ხალხთან ერთად სამშობლოს ასაღორძინებლად და არა როგორც პოლიციელების მკვლელები და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული პროექტის ნაწილი!

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: შალვა პაპუაშვილს ექნება საშუალება ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპიკერებს გააცნოს ის გამოწვევები, რაც არსებობს არა მარტო საქართველოს წინაშე და ზიანს აყენებს ევროკავშირს

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: საქართველოს ამოცანაა, საკუთარი სატრანზიტო მარშრუტი იმდენად მოსახერხებელი გახადოს, რომ ალტერნატიული გზების გაჩენის შემთხვევაშიც კი გადამზიდავებისთვის საქართველოს ინფრასტრუქტურით სარგებლობა უფრო მომგებიანი იყოს

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.