უცხოური მედია

გერმანიამ გაერო-ს უშიშროების საბჭოში ადგილი ვერ მოიპოვა

გერმანიამ გაერო-ს უშიშროების საბჭოში ადგილი ვერ მოიპოვა.

კენჭისყრას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული პირადად ესწრებოდა.

„გერმანია მზად იყო, უშიშროების საბჭოს მუშაობაში სერიოზული წვლილი შეეტანა. კარგი წინადადება გავიტანეთ. შედეგი ნამდვილი იმედგაცრუებაა, მწარე დამარცხებაა“, – აღნიშნა ვადეპულმა შედეგების გამოცხადების შემდეგ.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დამარცხების მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ გერმანიამ გვიან დაიწყო კამპანია. მისივე თქმით, უკრაინისა და ისრაელის მიმართ გერმანიის პოზიციამ, შესაძლოა, ზოგიერთი ქვეყანა აიძულა, გერმანიისთვის ხმა არ მიეცა.

„ჩვენ უკრაინას უპირობოდ ვუჭერთ მხარს. საიდუმლო არ არის, რომ რუსეთს არ სურდა საბჭოში ასეთი ხმა ყოფილიყო და ჩვენს წინააღმდეგ მუშაობდა. ასევე, გერმანიამ ყოველთვის უნდა აიღოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ისრაელზე ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან დაკავშირებით, ეს პოზიციაც, შესაძლოა, დაკარგულ ხმებად დაგვიჯდა“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გაერო-ს გენერალური ასამბლეამ აირჩია უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრები, ქვეყნები, რომლებიც ორი წლის განმავლობაში საბჭოში იმუშავებენ. კენჭისყრის შედეგების მიხედვით, 2027 წლის პირველი იანვრიდან საბჭოში ავსტრია, პორტუგალია, ზიმბაბვე, ტრინიდადი და ტობაგო შევლენ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთწოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონების დავალებით

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.