პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: ჩინეთთან პარტნიორობა საქართველოსთვის სასარგებლო და პრაგმატულია, სწორედ ამიტომ არ მოსწონთ ეს ჯო ვილსონსა და ევრობიუროკრატებს და გვიშლიან ჩინეთთან ურთიერთობას, მაშინ როდესაც თავად ამერიკა მიისწრაფვის ჩინეთთან ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების დამყარებისკენ

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობების განვითარება საქართველოს საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი ნაწილია და ამ პროცესის შეფასება პოლიტიკურ ინტერესებთან არის დაკავშირებული.

„თუ ჩინური და ირანული გავლენები არსებობს, პირიქით – მადლობა უნდა ვუთხრათ სახელმწიფო დეპარტამენტს გამოძიებისთვის”-განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ აშშ-ის კონგრესში ინიციირებული საკითხები ხშირად საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო პოლიტიკურ კონტექსტში გამოიყენება, თუმცა მისივე შეფასებით, ნებისმიერი შესაძლო გავლენების კვლევა საგანგაშო არ არის და სიცხადის მიღებას ემსახურება.

„ჩინეთთან საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაციის თვალსაზრისით. ძალიან კარგია, თუ საქართველო რაც შეიძლება მეტ ქვეყანასთან დაამყარებს სტრატეგიულ და ინტენსიურ ეკონომიკურ ურთიერთობებს. იქნება ეს ჩინეთი თუ სხვა რომელიმე ქვეყანა – ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია.

ხაზგასასმელია ერთი მომენტი, რასაც ჯო ვილსონის განცხადებებიდან და ასევე ევრობიუროკრატების მხრიდან ვისმენთ. ხშირ შემთხვევაში ხდება ისე, რომ რასაც ისინი აკეთებენ, მათთვის კარგია და საქართველოსთვის – ცუდი. ანუ, თუ საქართველოსთვის რაიმე მომგებიანი, ხელსაყრელი და სასურველია, ისინი ამას იწუნებენ. სწორედ ამ ჭრილში განიხილება საქართველო-ჩინეთის ურთიერთობაც. რა თქმა უნდა, ეს საქართველოსთვის კარგი, სასარგებლო და პრაგმატულია, და სწორედ ამიტომ არ მოსწონთ მათ და გვიშლიან ჩინეთთან ურთიერთობას, მაშინ როდესაც თავად ამერიკა მიისწრაფვის ჩინეთთან კარგი და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების დამყარებისკენ.

რაც შეეხება იმ აქტს, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ ჯო ვილსონის მოთხოვნით მიიღო და რომელიც საქართველოში ჩინური გავლენების შესახებ კვლევის მომზადებას ეხება, ეს ნიშნავს, რომ ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს ძალიან მძიმე კანონი მიიღეს. თუ ჩავუღრმავდებით, აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტია, რომელსაც ხაზი უნდა გაესვას.

პირველი – რა თქმა უნდა, ჯო ვილსონი ასრულებს დაკვეთას და ცდილობს საქართველოს ზიანი მიაყენოს, მისი რეპუტაცია ეჭვქვეშ დააყენოს და ასევე ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოში მიმდინარე პროცესების დადებითი შედეგები. სწორედ ამიტომ წამოჭრა მან ეს საკითხი და ამით ცდილობს საქართველოსა და ამერიკას შორის დაძაბულობის გამწვავებას. ეს ცალსახაა და ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

მეორე მხრივ, თუ სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ყველაფერს გამოიძიებს და დაადგენს, არსებობს თუ არა ჩინური ან ირანული გავლენები, ამაში ცუდი არაფერია. თუ ასეთი გავლენები არსებობს, პირიქით – მადლობა უნდა ვუთხრათ სახელმწიფო დეპარტამენტს გამოძიებისთვის, თუ ამის შესახებ საქმის კურსში ჩაგვაყენებენ და აღმოჩნდება, რომ რაიმე საფრთხე ემუქრება ჩვენს ქვეყანას, რაც არც ჩვენი ქვეყნის განვითარების ინტერესებშია და არც გლობალური მშვიდობისა და სტაბილურობის ინტერესებში, რა თქმა უნდა, შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს ყველა სახელმწიფომ, რათა თავიდან აიცილოს ასეთი საფრთხეები. ხოლო თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაადგენს, რომ რაიმე საშიში გავლენა არ არსებობს, ესეც კარგია, რადგან ყოველგვარ ეჭვს გაფანტავს. მე ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ – ეს არის ამ თემისთვის სიცხადის მოფენის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საშუალება,”- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთწოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონების დავალებით

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.