სამართალი

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 119 პირი დააკავეს, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 48 საათის განმავლობაში, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 119 პირი, მათ შორის 49 ნარკორეალიზატორია.

როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

მისი თქმით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ალფა-პვპ“, „მეთადონი“, „მეფედრონი“, ,,ბუპრენორფინი“ და სხვა.

„საპოლიციო-პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში,  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ  დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ასაღებდნენ გარკვეული თანხის სანაცვლოდ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 265-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფები მთელი ქვეყნის მასშტაბით, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას. მადლობას ვუხდი შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს წარმატებით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებისათვის“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: სტრასბურგის სასამართლოში თუ უნდა წავიდეს 5 რადიკალური პარტიის აკრძალვის საქმე, სარჩელში მათ დახვდებათ თავისივე გადაწყვეტილებები იმის ნიშნად, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობა ჩადიოდა ამ უბედურებებს, როცა ის ხელისუფლებაში იყო

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ და „გახარია საქართველოსთვის“ – სამართლებრივად რომ არ იყოს ასაკრძალი, საზოგადოების უმრავლესობაში ამასთან დაკავშირებით პროტესტი იქნებოდა

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ყველაფერს რომ ბიუჯეტის ხარჯზე ყიდულობდნენ, ეს მართლა ქვეყნის მღლეტავები, იძახიან, რომ ბიძინა ივანიშვილს თითქოს რამე ფინანსური სარგებელი ჰქონდა და აქვს საქართველოში – მაგათ დროს არსებულ ბიუჯეტზე მეტი, ბიძინას დახარჯული აქვს ქვეყნისთვის და ქველმოქმედებაში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.