პოლიტიკა

იაროსლავ კაჩინსკი პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლაზე: ევროკავშირი უნდა შეიცვალოს, მდგომარეობა მართლაც იმდენად მძიმეა, რომ თუ სხვა გზები შედეგს არ გამოიღებს, ამ მეთოდის გამოყენებაც ღირს

„კრინიცის ფორუმზე“ იაროსლავ კაჩინსკიმ ევროკავშირში ფუნდამენტური ცვლილებების აუცილებლობაზე ისაუბრა.

პარტია „კანონი და სამართლიანობის“ (PiS) თავმჯდომარემ არ გამორიცხა „მკაცრი მიდგომის“ გამოყენება, მათ შორის, ევროკავშირიდან შესაძლო გასვლასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გამართვა.

კაჩინსკიმ ევროკავშირის რეფორმირების საჭიროებას გაუსვა ხაზი. „ევროკავშირი უნდა შეიცვალოს. ეს ჩემი მტკიცე რწმენაა – რწმენა, რომელსაც იზიარებს ჩემი პოლიტიკური მოძრაობა და ჩემი აზრით, მრავალი პოლონელიც“, – განაცხადა „კანონი და სამართლიანობის“ თავმჯდომარემ.

ამასთან, როგორც მან დასძინა, „ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების დასკვნით დებულებებში, მოგვიანებით კი ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულებაშიც არსებობს ნორმები, რომლებიც განსაზღვრავს, რა პირობებით შეუძლია სახელმწიფოს ევროკავშირიდან გასვლა“.

„ეს ყველაფერი მოლაპარაკებებით იწყება. უბრალოდ, უნდა დავიწყოთ ეს მოლაპარაკებები. ეს ხისტი და სარისკო მეთოდია, მაგრამ მდგომარეობა მართლაც იმდენად ცუდია, იმდენად მძიმეა, რომ თუ სხვა გზები შედეგს არ გამოიღებს, ამ მეთოდის გამოყენებაც ღირს.

რა თქმა უნდა, ამას მტკიცე ნება და პოზიციების შეთანხმება სჭირდება. იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც ვგულისხმობდი, რიგ საკითხებზე პოზიციები ზოგჯერ ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. განსაკუთრებით, ეს აღმოსავლეთის პოლიტიკას ეხება. თუმცა ასეთი სახელმწიფოები არსებობენ“, – განაცხადა კაჩინსკიმ.

მისმა განცხადებამ მმართველი კოალიციის პოლიტიკოსების კრიტიკა გამოიწვია.

კაჩინსკის პოზიციას გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი.

მისი თქმით, კაჩინსკიმ ფაქტობრივად ღიად განაცხადა, რომ პოლონეთმა ევროკავშირიდან გამოსვლაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.

„იაროსლავ კაჩინსკიმ ახლახან განაცხადა, რომ პოლონეთმა უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირიდან გასვლის პირობების თაობაზე. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, სხვა საკითხებთან ერთად, იმ ბრძოლაში, რომელიც დღეს პოლონეთში მიმდინარეობს. მძიმე ბრძოლაა. მე არ ვაპირებ მის წაგებას, თუნდაც ყველა არ თამაშობდეს ჩემს მხარეს“, – დაწერა ტუსკმა X-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

იაროსლავ კაჩინსკი პოლონეთის ევროკავშირიდან გასვლაზე: ევროკავშირი უნდა შეიცვალოს, მდგომარეობა მართლაც იმდენად მძიმეა, რომ თუ სხვა გზები შედეგს არ გამოიღებს, ამ მეთოდის გამოყენებაც ღირს

პოლიტიკა

„ლელო“ ელისაშვილს გაემიჯნა: „ალექსანდრე ელისაშვილი არასდროს ყოფილა „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრი, მოსარჩელე მხარე ცდილობს, სხვა პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის ქმედება გაავრცელოს ჩვენს პოლიტიკურ პარტიაზე და აკრძალვის ერთ-ერთ საფუძვლად ამას ამბობს“

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.