პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკამაც და ევროპამაც კარგად იცის, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოს შემცვლელი ქვეყანა არ არსებობს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სომხეთის არჩევნების საერთაშორისო შეფასებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოს მნიშვნელობის ჩანაცვლება არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია.

„ფაშინიანი თამაშობს იმ პროექტს, რაც არის დასავლეთის თამაშები. ეს ახალი პროექტია და ახალი გეგმაა,”- განაცხადა ანალიტიკოსმა და აღნიშნა, რომ სომხეთის არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო შეფასებები ურთიერთგამომრიცხავია, თუმცა საქართველოს მნიშვნელობა რეგიონში გეოგრაფიული მდებარეობის, სტაბილურობისა და პოლიტიკური მდგრადობის გამო უცვლელი რჩება.

„სომხეთის არჩევნების პირველადი შეფასება ეუთო/ოდირისგან ვნახეთ. ისიც ითქვა – მსგავსი შეფასება საქართველოზე არასდროს დაუდიათო. პირიქით, ეუთო/ოდირმა თქვა, რომ საქართველოში არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, თუმცა მთელი ევროპა ყვიროდა, რომ თურმე უსამართლოდ ჩატარდა არჩევნები და ხელისუფლება არალეგიტიმური იყო. სომხეთის შემთხვევაში პირიქით მოხდა – ბრიუსელი აქებს, ხოლო ეუთო/ოდირმა კრიტიკული განცხადება დაწერა, რომ არჩევნები ყველანაირი დარღვევით ჩატარდა.

რისი იმედი აქვს ფაშინიანს? არაფრის. ის მონაწილეობს იმ პროექტში, რაც არის დასავლეთის თამაშები. ეს ახალი პროექტია და ახალი გეგმაა.

ამერიკამაც და ევროპამაც კარგად იცის, რომ სამხრეთ კავკასიაში საქართველოს შემცვლელი ქვეყანა არ არსებობს. ვერც ერთი სახელმწიფო ვერ ჩაანაცვლებს საქართველოს ვერც გეოგრაფიული მდებარეობით (ყველაზე მომგებიანი მდებარეობა გვაქვს), ვერც სტაბილურობით, პოლიტიკური მდგრადობით და ვერც პოლიტიკური გემოვნებით. ეს ყველამ კარგად იცის.

უბრალოდ, რატომ გაჰყვა სომხეთი ევროპას და დასავლეთს ამ თამაშში, პასუხი არ მაქვს. მაქვს ჩემი სუბიექტური აზრი, ანალიზი, თუმცა არ მინდა ამაზე საუბარი. პატივს ვცემ სომეხ ხალხს და მათ არჩევანს. მათ აირჩიეს ის, ვინც უნდოდათ, დანარჩენს დრო გვაჩვენებს,”- განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როცა ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ იცოდა, იწონებდა და დღესაც იწონებს როინ შავაძის მკვლელობას, როგორც მინიმუმ, გამოსაკითხია ეს ადამიანი – ის ხომ არ იქნებოდა მარტო ამ საქმეში, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველები

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ევროპული გრანტი კანონის დარღვევის უფლებას არ იძლევა, ხოლო უფლებადამცველის იარლიყი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ეს წესი ერთნაირად უნდა მოქმედებდეს ბრიუსელში, პარიზში, რომსა და თბილისში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.