პოლიტიკა

“ლენტი გავჭერი, “სქროლვის“ დეპარტამენტი დამიკავშირდა“ – მაია დარსმელიძის თქმით, საჩივრის საფუძველზე, მას სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოდან დაუკავშირდნენ

მომ­ღე­რალ მაია დარსმე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, კონ­კრე­ტუ­ლი სა­ჩივ­რის სა­ფუძ­ველ­ზე მას სი­ძულ­ვი­ლის ენის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლომ მი­მარ­თა.

“ვა­შა­ა­აა, ლენ­ტი გავ­ჭე­რი “სქ­როლ­ვის“ დე­პარ­ტა­მენ­ტი და­მი­კავ­შირ­და. ჯღარ­კმა მი­ჩივლя და ორი “სქ­რი­ნია“ თქვე­ნიო.

10 ივ­ლისს რა­მეს ხომ არ გეგ­მავთ? 14:00 სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 41 დარ­ბა­ზი,“ – წერს დარსმე­ლი­ძე. 

  • ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის სი­ძულ­ვი­ლის ენის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სამ­მარ­თვე­ლო უკვე ამოქ­მედ­და. მას თამ­თა ქიმ­ბა­რიშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

რო­გორც თამ­თა ქიმ­ბა­რიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, სამ­მარ­თვე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას დღე­ი­დან 10 თა­ნამ­შრომ­ლით შე­უდ­გა.

“სამ­მარ­თვე­ლოს ფუნ­ქცი­აა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­სა თუ მე­დი­ა­ში სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი, ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი, სი­ძულ­ვი­ლის ენის შემ­ცვე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი და პრო­აქ­ტი­უ­ლი გა­მოვ­ლე­ნა, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს სა­ქარ­თვე­ლოს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სით გან­სა­ზღვრულ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ნიშ­ნებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლო გა­მო­ავ­ლენს სა­ვა­რა­უ­დო სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვას, გა­მო­ავ­ლენს სა­ვა­რა­უ­დო სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ჩამ­დენ პირს, მო­ახ­დენს მის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბის მა­სა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბას, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქ­მის შედ­გე­ნას და გან­სჯა­დო­ბის წე­სე­ბის დაც­ვით, აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლე­ბის სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ებ­ში გა­დაგ­ზავ­ნას. სა­წყის ეტაპ­ზე, სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრო­მელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა გა­ნი­სა­ზღვრა 10 საშ­ტა­ტო ერ­თე­უ­ლით. სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი საქ­მი­ა­ნო­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ ქვე­ყა­ნა­ში უკვე არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე”, – გა­ნა­ცხა­და ქიმ­ბა­რიშ­ვილ­მა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა