პოლიტიკა

DW: გერმანია, საფრანგეთი და ბენილუქსის ქვეყნები ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვას ითხოვენ

“დოიჩე ველე” სტატიას აქვეყნებს, რომელიც გერმანიის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის ერთობლივ ინიციატივას ეხება და ევროკავშირის მომავალი წევრებისთვის ხმის მიცემის უფლების დროებით შეზღუდვას ითვალისწინებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა და ბენილუქსის ქვეყნებმა წარადგინეს დოკუმენტი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მყოფ სახელმწიფოებში დემოკრატიის დაცვის მექანიზმების შესახებ. ერთ-ერთი შემოთავაზებული ინსტრუმენტი ხმის მიცემის უფლების დროებით შეზღუდვას ითვალისწინებს.

ევროკავშირის სახელმწიფოებმა უნდა იმსჯელონ ბლოკის ახალი წევრებისთვის ხმის მიცემის უფლების დროებითი შეზღუდვის შესაძლებლობაზე. აღნიშნული ქვეყნები გამოდიან ინიციატივით, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებში დემოკრატიის დაცვის უფრო მტკიცე მექანიზმები დაინერგოს.

გერმანიის, საფრანგეთისა და ბენილუქსის ქვეყნების მიერ წარდგენილ დოკუმენტში მოცემულია ევროკავშირში გაწევრიანების მომავალი ხელშეკრულების ვარიანტები. ეს ვარიანტები ითვალისწინებს დემოკრატიის ნორმებისა და მედიის თავისუფლების დაცვის კონტროლს, ისევე როგორც ამ სფეროებში არსებული სტანდარტებიდან ახალი წევრების სერიოზული გადახვევის შემთხვევაში მათი დაცვის ზომებს.

“ევროკავშირმა დეტალურად უნდა იმსჯელოს იმაზე, ხომ არ არის მიზანშეწონილი ახალი წევრი სახელმწიფოებისთვის ხმის მიცემის უფლების დროებითი შეზღუდვების დაწესება”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როცა ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ იცოდა, იწონებდა და დღესაც იწონებს როინ შავაძის მკვლელობას, როგორც მინიმუმ, გამოსაკითხია ეს ადამიანი – ის ხომ არ იქნებოდა მარტო ამ საქმეში, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველები

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ევროპული გრანტი კანონის დარღვევის უფლებას არ იძლევა, ხოლო უფლებადამცველის იარლიყი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ეს წესი ერთნაირად უნდა მოქმედებდეს ბრიუსელში, პარიზში, რომსა და თბილისში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.