პოლიტიკა

გია აბაშიძე: როგორ იქცევა სტარმერის ფსევდოდემოკრატიული მთავრობა, როცა ხალხის სამართლიან მოთხოვნებს არ ითვალისწინებს და არეულობები უნდა ჩაახშოს? სოცმედია უნდა შეზღუდოს! აბა რაა, მასკიც ხომ “პრორუსულია”. ამაზე გორბაჩოვის ეპოქაში დაწინაურებული ევროკრატები წამითაც კი არ “შეშფოთდებიან”. საქართველო კი თურმე “უკუსვლაშია” ევროფარისევლების გამრუდებულ სამყაროში

ბრიტანეთის ლეიბორისტული მთავრობა ბელფასტში მომხდარი თავდასხმისა და შემდგომი არეულობების ფონზე სოციალური მედიის უფრო მკაცრი რეგულირებისკენ მიდის, რასაც კრიტიკოსები ცენზურის გაფართოებად აფასებენ – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ცვლილებები ეხება, მათ შორის, X-ს. გეგმის მიხედვით, კომუნიკაციების მარეგულირებელ ორგანოს, Ofcom-ს, მეტი ძალაუფლება ექნება. კომპანიებს შეიძლება დაეკისროთ ჯარიმები გლობალური შემოსავლის 10%-მდე, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში ხელმძღვანელების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი ზომებიც კი იქნას გამოყენებული.
მისივე თქმით, ასევე განიხილება “კრიზისული რეაგირების ჯგუფების“ შექმნა სოციალურ ქსელებში და პირდაპირი საკომუნიკაციო არხების არსებობა პოლიციასთან.

„როგორ იქცევა სტარმერის ფსევდოდემოკრატიული მთავრობა, როცა ხალხის სამართლიან მოთხოვნებს არ ითვალისწინებს და არეულობები უნდა ჩაახშოს? სოცმედია უნდა შეზღუდოს! აბა რაა, მასკიც ხომ “პრორუსულია”. ამაზე გორბაჩოვის ეპოქაში დაწინაურებული ევროკრატები წამითაც კი არ “შეშფოთდებიან”. საქართველო კი თურმე “უკუსვლაშია” ევროფარისევლების გამრუდებულ სამყაროში.
ბრიტანეთის ლეიბორისტული მთავრობა ბელფასტში მომხდარი თავდასხმისა და შემდგომი არეულობების ფონზე სოციალური მედიის უფრო მკაცრი რეგულირებისკენ მიდის, რასაც კრიტიკოსები ცენზურის გაფართოებად აფასებენ.
ტექნოლოგიების მინისტრმა განაცხადა, რომ მომავალ კვირას პარლამენტს წარედგინება ცვლილებები, რომლებიც სოციალური მედიის პლატფორმებს ავალდებულებს უფრო სწრაფად წაშალონ პოსტები, რომლებიც ძალადობას ან არეულობას ახალისებს “კრიზისის პერიოდში“.
ცვლილებები ეხება, მათ შორის, X-ს. გეგმის მიხედვით, კომუნიკაციების მარეგულირებელ ორგანოს, Ofcom-ს, მეტი ძალაუფლება ექნება. კომპანიებს შეიძლება დაეკისროთ ჯარიმები გლობალური შემოსავლის 10%-მდე, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში ხელმძღვანელების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი ზომებიც კი იქნას გამოყენებული.
ასევე განიხილება “კრიზისული რეაგირების ჯგუფების“ შექმნა სოციალურ ქსელებში და პირდაპირი საკომუნიკაციო არხების არსებობა პოლიციასთან.“ – წერს აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როცა ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ იცოდა, იწონებდა და დღესაც იწონებს როინ შავაძის მკვლელობას, როგორც მინიმუმ, გამოსაკითხია ეს ადამიანი – ის ხომ არ იქნებოდა მარტო ამ საქმეში, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველები

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ევროპული გრანტი კანონის დარღვევის უფლებას არ იძლევა, ხოლო უფლებადამცველის იარლიყი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ეს წესი ერთნაირად უნდა მოქმედებდეს ბრიუსელში, პარიზში, რომსა და თბილისში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.