პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია – არავის სჭირდება იმის შეხსენება, თუ რა წვლილი აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში

ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილს და დარწმუნებული ვარ, ე.წ. ოპოზიციაშიც ნამდვილად არავის არ სჭირდება იმის შეხსენება, თუ რა წვლილი აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომლის სახელს და ლიდერობას უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა ქვეყანაში.

“ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილს და დარწმუნებული ვარ, ე.წ. ოპოზიციაშიც ნამდვილად არავის არ სჭირდება იმის შეხსენება, თუ რა წვლილი აქვს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. როგორც ქველმოქმედების კუთხით, ასევე, ყველაზე მთავარი, პოლიტიკური კუთხით და იმ გარდამტეხი ცვლილებების ავტორობით, რაც ჩვენ ვნახეთ 2012 წელს.

ვისზე საუბრობენ? ადამიანზე, რომელმაც, პირდაპირი მნიშვნელობით, თავისი და თავისი ოჯახის სიცოცხლე – ყველაზე ღირებული დადო სასწორზე და დააყენა რისკის ქვეშ 2011 წელს, სისხლიანი რეჟიმის დროს, როდესაც მან გადაწყვიტა პოლიტიკაში შემოსვლა და ვნახეთ, თუ როგორი გარდატეხა მოხდა 2012 წელს. არ უნდა დაგვავიწყდეს როდის, როდესაც ამ რეჟიმს ყველა მხრიდან მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული ე.წ. ბიუროკრატიისგან. ამ დროს, გადაწყვიტა ადამიანმა თავის გუნდთან ერთად და ის იყო ფლაგმანი და ამ ყველაფრის ავანგარდში. პირდაპირი მნიშვნელობით, მოხდა როგორც მენტალური რევოლუცია, ასევე, რევოლუცია საარჩევნო ყუთებთან. ეს არის ადამიანი, რომლის სახელს, ხელმძღვანელობას და ლიდერობას უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და ის ეკონომიკა, რომელსაც წლიდან წლამდე ვხედავთ.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გარკვეულ აღქმების თეორიაზე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გარკვეულ სცენარებზე, რომელიც მოდის ე.წ. ევრობიუროკრატისგან, ვინ აკრავს იარლიყებს და ვინ ცდილობს, რომ რაღაც შაბლონები ჩამოაყალიბოს და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს თავის აღქმაში ჩაუბეჭდოს რაღაც კონკრეტული ფრაზა, მესიჯი, სახელი და ა.შ. არაფორმალური მმართველობა, ოლიგარქიული მმართველობა – ამას ამბობენ ადამიანები, ე.წ. პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც უბრალოდ ვერ მოქმედებს ზუსტად რომ არაფორმალური მმართველობის გარეშე”, – აცხადებს ირაკლი კირცხალია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როცა ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ იცოდა, იწონებდა და დღესაც იწონებს როინ შავაძის მკვლელობას, როგორც მინიმუმ, გამოსაკითხია ეს ადამიანი – ის ხომ არ იქნებოდა მარტო ამ საქმეში, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველები

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ევროპული გრანტი კანონის დარღვევის უფლებას არ იძლევა, ხოლო უფლებადამცველის იარლიყი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ეს წესი ერთნაირად უნდა მოქმედებდეს ბრიუსელში, პარიზში, რომსა და თბილისში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.