პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: გამორიცხული არაა, რომ კონგრესი ევროპარლამენტის როლში ვიხილოთ და მაგალითად, საქართველოს „ბომბეიდან – ლონდონამდე გვირაბის გაყვანისთვის“, ანუ ირანის ინტერესების გატარებისთვის დაუწესონ სანქციები

თუკი, საბოლოოდ, ჯო უილსონის კანონპროექტი ძალაში შევა, ცხადი გახდება, თუ რის გამო ითრევს ფეხს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია და რატომ არ ალაგებს ურთიერთობას საქართველოსთან, – წერს ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი. როგორც ის აღნიშნავს, ცხადი გახდება ისიც, რომ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ ისეთივე მარიონეტები არიან, როგორც მაკრონი ან მერცი.

შათირიშვილის განცხადებით, თუკი მოვლენები იმგვარად განვითარდა, რომ უილსონის კანონპროექტი საბოლოოდ ძალაში შევა, გამორიცხული არ არის, კონგრესმა საქართველოს სანქციები დაუწესოს.

„ცხადი გახდება ისიც, რომ საქართველოსთან მიმართებაში თავადაც იმ პოლიტიკას ატარებენ, რასაც ბაიდენის ადმინისტრაციას მიაწერდნენ; ცხადი გახდება, რომ კონგრესი და ადმინისტრაცია არა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, არამედ უნისონში, „დიფ სთეითის“ დავალებით მოქმედებენ; რაც მთავარია, ცხადი გახდება, რომ ახალი ადმინისტრაციაც და კონგრესიც „დიფ სთეითისგან“ იმართება, ხოლო დონალდ ტრამპი „დიფ სთეითის“ ისეთივე მარიონეტია, როგორც მაკრონი, ან მერცი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუკი პროცესები ამგვარად წარიმართა, ეს იქნება ყველაზე აშკარა მტკიცებულება იმისა, რასაც უკვე კარგა ხანია ფაქტებითა და მაგალითებით ვადასტურებ, რომ დონალდ ტრამპი დამოუკიდებელი ფიგურა არაა და ის და მისი ადმინისტრაციაც ისევე ემსახურებიან „დიფ სთეითს“, როგორც მისი წინამორბედი. ასე, რომ კომიკური ჯო უილსონის კანონპროექტის მომავალი ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია ამ ყველაფრისა. ამიტომაც, საქართველო, საზოგადოება და მმართველი გუნდი მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის, მათ შორის „დიფ სთეითის“ მორიგი დარტყმისთვის, რასაც მომზადებულები და ინფორმირებულები უნდა შევხვდეთ. პ.ს. თუკი მოვლენები ამ სამწუხარო მიმართულებით განვითარდა, გამორიცხული არაა, რომ კონგრესი ევროპარლამენტის როლში ვიხილოთ და მაგალითად, საქართველოს „ბომბეიდან – ლონდონამდე გვირაბის გაყვანისთვის“, ანუ ირანის ინტერესების გატარებისთვის დაუწესონ სანქციები…“ – წერს ზაზა შათირიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როცა ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ იცოდა, იწონებდა და დღესაც იწონებს როინ შავაძის მკვლელობას, როგორც მინიმუმ, გამოსაკითხია ეს ადამიანი – ის ხომ არ იქნებოდა მარტო ამ საქმეში, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველები

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ევროპული გრანტი კანონის დარღვევის უფლებას არ იძლევა, ხოლო უფლებადამცველის იარლიყი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ეს წესი ერთნაირად უნდა მოქმედებდეს ბრიუსელში, პარიზში, რომსა და თბილისში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.