პოლიტიკა

კუჭაშვილი: გიორგი ისაკაძის მიზანია, ქვეყანა დააზარალოს. როცა მსხვილი საფინანსო ინსტიტუტები ჩვენი ეკონომიკის ზრდაზე საუბრობენ, ერთ სიახლესაც არ აქვეყნებენ და როცა კონკრეტული ინსტიტუტები ვიღაცის წაქეზებით პროგნოზებს ტენდენციურად აკეთებენ მაშინვე აცხობენ ნიუსებს, თან უხარიათ

სამოქალაქო აქტივისტი შაკო კუჭაშვილი „ბიემჯის“ ინფორმაციას ეხმიანება და წერს, რომ „ისაკაძის კანტორა როგორც ყოველთვის „მოწოდების სიმაღლეზეა“.

როგორც კუჭაშვილი აღნიშნავს, ისაკაძის მიზანი და დავალებაა საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით პესიმისტური მოლოდინები გააჩინოს და ქვეყანა დააზარალოს.

„BMG, ისაკაძის კანტორა, „მოწოდების სიმაღლეზე” – როგორც ყოველთვის. შეგახსენებთ, ეს ის გიორგი ისაკაძეა, რომელმაც “ქართუს” გაკოტრების საქმეზე საკუთარი ბრალი აღიარა და ბოდიშიც მოიხადა. დღეს მისი მიზანი და დავალებაა საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით პესიმისტური მოლოდინები გააჩინოს და ქვეყანა დააზარალოს. როცა მსხვილი საფინანსო ინსტიტუტები ჩვენი ეკონომიკის ზრდაზე საუბრობენ, ერთ სიახლესაც არ აქვეყნებენ, და როცა კონკრეტული ინსტიტუტები ვიღაცის ან რაღაცის წაქეზებით საქართველოს ინტერესების დასაზარალებლად პროგნოზებს ტენდენციურად აკეთებენ, მაშინ პირიქით – მაშინვე აცხობენ ნიუსებს. თან როგორ უხარიათ: რეგიონის ქვეყნების ზრდა დიდი იქნება, საქართველოსი -არაო
სინამდვილეში, წინა წელსაც, იმის წინა წელსაც და იმის წინა წელსაც საქართველომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებს გაუსწრო – ასე იქნება წელსაც, ისაკაძის სამწუხაროდ და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.“- წერს კუჭაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როცა ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ იცოდა, იწონებდა და დღესაც იწონებს როინ შავაძის მკვლელობას, როგორც მინიმუმ, გამოსაკითხია ეს ადამიანი – ის ხომ არ იქნებოდა მარტო ამ საქმეში, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველები

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ევროპული გრანტი კანონის დარღვევის უფლებას არ იძლევა, ხოლო უფლებადამცველის იარლიყი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ეს წესი ერთნაირად უნდა მოქმედებდეს ბრიუსელში, პარიზში, რომსა და თბილისში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.