პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: არსებობს ხელისუფლება, რომელიც მყისიერად რეაგირებს და დამნაშავეს უმკაცრესად სჯის; და არსებობდა რეჟიმი, სადაც მოძალადეები ზემდგომებისგან ჯილდოვდებოდნენ. ამას ჰქვია სისტემური დანაშაული! სწორედ ამ სადისტურ სისტემას შეეწირა „ნაცმოძრაობა“ და ამიტომაც ხელისუფლებაში მობრუნება ვერასდროს ეღირსებათ

“ვიღაც იტყვის: რა გამართლება აქვს იმას, რომ დაკავებულების წამება, თურმე, 2022 წელს მოხდაო? პასუხი მარტივია – არანაირი!
წამებას გამართლება არ გააჩნია და ადრე თუ გვიან, ყველა მოძალადე კანონის წინაშე აგებს პასუხს – იქნება ეს ფორმიანი თუ უფორმო.” – წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ნოდარ მელაძის შაბათის ანონსზე და ამბობს, რომ წამება არ უნდა გადაიზარდოს სისტემურ დანაშაულში.

სადღობელაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმსა და “ქართული ოცნების” მმართველობას შორის ავლებს პარალელს და ამბობს, რომ ცალკეული გადაცდომები ყველა სახელმწიფოში და ყველა მთავრობის დროს ხდება, მაგრამ განსხვავება რეაგირებაშია.

ანალიტიკოსი ხაზს უსვამს წინა ხელისუფლების სისტემურ დანაშაულზე და ამბობს, რომ წარსულის მძიმე გამოცდილების ფონზე, ვერც „ნაცმოძრაობას“ და ვერც მათ იდეურ თუ სულიერ შვილებს ხელისუფლებაში მობრუნება ვერასდროს ეღირსებათ.

“აქ მთავარი სხვა რამ არის: წამება არ უნდა გადაიზარდოს სისტემურ დანაშაულში!
ცალკეული გადაცდომები ყველა სახელმწიფოში და ყველა მთავრობის დროს ხდება, მაგრამ განსხვავება რეაგირებაშია:
არსებობს ხელისუფლება, რომელიც მყისიერად რეაგირებს და დამნაშავეს უმკაცრესად სჯის; და არსებობდა რეჟიმი, სადაც მოძალადეები არათუ ისჯებოდნენ, არამედ ზემდგომებისგან ჯილდოვდებოდნენ და წახალისებულნი იყვნენ.
აი, ამას ჰქვია სისტემური დანაშაული! სწორედ ამ მფარველობასა და სადისტურ სისტემას შეეწირა „ნაცმოძრაობა“ და ამიტომაც ატარებენ დღემდე მოძალადის იარლიყს. ამ სისტემის შემოქმედნი სააკაშვილი, ახალაია, გვარამია, ბოკერია და სხვა ოდიოზური ფიგურები იყვნენ – რის გამოც რამდენიმე მათგანმა სასჯელი უკვე მოიხადა ან ახლაც იხდის.
წარსულის ამ მძიმე გამოცდილების ფონზე, ვერც „ნაცმოძრაობას“ და ვერც მათ იდეურ თუ სულიერ შვილებს ხელისუფლებაში მობრუნება ვერასდროს ეღირსებათ!”- წერს სადღობელაშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როცა ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ იცოდა, იწონებდა და დღესაც იწონებს როინ შავაძის მკვლელობას, როგორც მინიმუმ, გამოსაკითხია ეს ადამიანი – ის ხომ არ იქნებოდა მარტო ამ საქმეში, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველები

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ევროპული გრანტი კანონის დარღვევის უფლებას არ იძლევა, ხოლო უფლებადამცველის იარლიყი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ეს წესი ერთნაირად უნდა მოქმედებდეს ბრიუსელში, პარიზში, რომსა და თბილისში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.