პოლიტიკა

მოკრივე ალექსანდრ უსიკმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთთან მოლაპარაკებებზე უნდა იფიქროს

მოკრივე ალექსანდრ უსიკმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთთან „მოლაპარაკებებზე უნდა იფიქროს“.

მისი თქმით, უკრაინა არ შეეგუება ტერიტორიების დაკარგვას, მაგრამ რადგან რუსებს და უკრაინელებს „ერთი და იგივე სისხლი აქვთ”, ქვეყნებმა მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ.

„პირადად ჩვენ, უკრაინელებს, არ შეგვიძლია უარი ვთქვათ იმაზე, რაც რუსეთმა წაართვა და რატომღაც წვლილი შეიტანა. ეს იგივე იქნება, თითქოს რუსეთმა ალასკა წაიღოს. მაგრამ ჩვენ უნდა მოვილაპარაკოთ. ჩვენ გვაქვს ტვინი, ერთი და იგივე სისხლი გვაქვს, წითელი. ჩვენი ეგო და ღმერთის არარსებობა ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერს ანადგურებს“, – განაცხადა უსიკმა.

უსიკმა ეს განცხადება ვაშინგტონში გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა, სახელწოდებით „ამერიკის მოწინააღმდეგეები: რუსეთის რეალობა“, რომელსაც ესწრებოდნენ უკრაინაში ტრამპის ყოფილი წარმომადგენელი, გენერალი კიტ კელოგი და მრავალი სხვა ამერიკელი ოფიციალური პირი და სენატორი.

უსიკი ასევე ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როცა ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ იცოდა, იწონებდა და დღესაც იწონებს როინ შავაძის მკვლელობას, როგორც მინიმუმ, გამოსაკითხია ეს ადამიანი – ის ხომ არ იქნებოდა მარტო ამ საქმეში, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველები

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ევროპული გრანტი კანონის დარღვევის უფლებას არ იძლევა, ხოლო უფლებადამცველის იარლიყი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ეს წესი ერთნაირად უნდა მოქმედებდეს ბრიუსელში, პარიზში, რომსა და თბილისში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.