პოლიტიკა

რატი იონათამიშვილი: არ ვიქნები სამართლიანი, რომ არ ვთქვა მადლობა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ, ვინაიდან სწორედ ფონდმა „ქართუმ“ უზრუნველყო ამ ფილმის გადაღება – ფონდ „ქართუს“ მონაწილეობა პარალმპიელებზე ფილმის გადაღებაში სხვა ეტაპზე აიყვანს ქართულ პარალიმპიურ სპორტს და მთლიანად მოძრაობას 

არ ვიქნები სამართლიანი, რომ არ ვთქვა მადლობა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ ვინაიდან სწორედ ფონდმა „ქართუმ“ უზრუნველყო ამ ფილმის გადაღება და ფონდ „ქართუს“ მონაწილეობა პარალმპიელებზე ფილმის გადაღებაში კიდევ სხვა ეტაპზე აიყვანს ქართულ პარალიმპიურ სპორტს და მოძრაობას მთლიანად, – განაცხადა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

მან ისაუბრა ქართველი პარალმპიელების გამარჯვებების ისტორიების შესახებ გადაღებული ფილმის თაობაზე, რომლის ჩვენებაც ნიუ-იორკში, შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე სახელმწიფოების მე-19 სესიის ფარგლებში გაიმართა.

„მე ამაყი ვიყავი, როდესაც ვხედავდი, როგორი აღტაცებით უყურებდა საკმაოდ ფართო აუდიტორია ჩვენი ფილმის პრემიერას ნიუ-იორკში და მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს გაიმართა სწორედ იმ გენერალური ასამბლეის ფარგლებში, რომელშიც მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან 190 ქვეყანა მონაწილეობდა. საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. მაღალი რანგის სტუმრების გარდა ფილმის ჩვენებას ესწრებოდნენ ადგილობრივი სათვისტომოს წარმომადგენლები. მათი დასწრება კიდევ უფრო ამაღელვებელი იყო ჩემთვის. არაერთხელ მოვისმინეთ, რომ „ერთი სული გვაქვს, როდის გახდება ეს ფილმის საჯაროდ ყველასთვის ხელმისაწვდომი, რომ ჩვენს შვილებს ვაყურებინოთო“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მან ფილმის გადაღებაში ფონდი „ქართუსა“ და შემოქმედებითი ჯგუფის როლზე გაამახვილა ყურადღება.

„არ ვიქნები სამართლიანი, რომ არ ვთქვა მადლობა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის მიმართ, ვინაიდან სწორედ ფონდმა „ქართუმ“ უზრუნველყო ამ ფილმის გადაღება და ფონდი „ქართუს“ მონაწილეობა პარალმპიელებზე ფილმის გადაღებაში კიდევ სხვა ეტაპზე აიყვანს ქართულ პარალიმპიურ სპორტს და მოძრაობას მთლიანად, რომელსაც ძალიან დიდი მისია და დანიშნულება გააჩნია ჩვენი საზოგადოებისთვის.

მეორე მხრივ, მადლობა მინდა, ვუთხრა ბაჩო ოდიშარიას და იმ შემოქმედებით ჯგუფს, ვინც ეს ფილმი მოამზადა და ჩვენ გვაქვს პარალიმპიელებზე გადაღებული საერთაშორისო დონის ფილმი, სადაც ასახულია არა მხოლოდ პარალიმპიელთა მოძრაობა და გამარჯვების ისტორიები, არამედ ზოგადად ის ისტორია, რაც შშმ პირთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით ვითარდებოდა ბოლო წლებში საქართველოში. ჩვენ გვახსოვს დრო, როდესაც პარალიმპიურ სპორტში სასამართლოებში უფრო ხშირად დავდიოდით, ვიდრე საერთაშორისო ტურნირებზე. ეს საკმაოდ მძიმე პერიოდი იყო ჩვენთვის. მაგრამ სწორედ 2012 წლის შემდეგ დაიწყო ცვლილებები და დღეს საერთაშორისო დონეზე იცნობენ, ანგარიშს უწევენ ჩვენს პარასპორტსმენებს და ისინი არიან მსოფლიო პარალიმპიური ოჯახის ლიდერები. ფილმს მაღალი სპორტული მიღწევების ასახვასთან ერთად გააჩნია ის დანიშნულება, რომ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს. ვფიქრობ, ამ ფილმის ნახვის შემდეგ თითოეული ჩვენგანის განწყობა უკეთესობისკენ ნამდვილად შეიცვლება“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როცა ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ იცოდა, იწონებდა და დღესაც იწონებს როინ შავაძის მკვლელობას, როგორც მინიმუმ, გამოსაკითხია ეს ადამიანი – ის ხომ არ იქნებოდა მარტო ამ საქმეში, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველები

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ევროპული გრანტი კანონის დარღვევის უფლებას არ იძლევა, ხოლო უფლებადამცველის იარლიყი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ეს წესი ერთნაირად უნდა მოქმედებდეს ბრიუსელში, პარიზში, რომსა და თბილისში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.