პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებზე: რამდენიმე წლის წინ ჩადენილ გადაცდომა-დანაშაულზე აპელირებენ და ამბობენ, ნახე რა ხდება ხელისუფლებაშიო, არადა აღნიშნულ ფაქტზე სახელმწიფოს რეაგირება უკვე მომხდარი იყო

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მოძალადე პოლიციელების შესახებ მანიპულაციური ვიდეოს გავრცელებასთან დაკავშირებით მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ყველა ქვეყანაშია გადაცდომის ფაქტები, მაგრამ მთავარია, რომ იყოს კანონის უზენაესობა და ვინც ჩაიდენს დანაშაულს, პასუხი აგოს.

„რამდენიმე წლის წინ ჩადენილ გადაცდომა-დანაშაულზე აპელირებენ და ამბობენ, ნახე რა ხდება ხელისუფლებაშიო, არადა სახელმწიფოს რეაგირება ასეთი ტიპის ქმედებაზე იყო მყისიერი.
ყველა ქვეყანაშია გადაცდომის ფაქტები, მათ შორის, შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთში, ევროპის ქვეყნებში, საფრანგეთში საერთოდ დაიხოცნენ ადამიანები აქციის დარბევის დროს და ა.შ. მაგრამ, მთავარი ის არის, რომ კანონის უზენაესობა იყოს და ვინც ჩაიდენს დანაშაულს, პასუხი აგოს. ეს არის ზუსტად იმის მამტკიცებელი, რომ დღეს აღარაფერი აქვთ სათქმელი და ახლა ეძებენ ხავსს, იქნებ რამეს ჩაეჭიდონ, თუმცა ესეც აღარ გააჩნიათ,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ ზნეს არასოდეს შეიცვლის და არც გამოსწორდება ვინაიდან, არა მარტო ხელისუფლებაში ყოფნისას, არამედ ოპოზიციაშიც პირდაპირ კავშირზეა თავის გარე პატრონებთან, და ბუნებრივია ამ მოცემულობას თავს ვერასოდეს დააღწევს

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: როცა ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ იცოდა, იწონებდა და დღესაც იწონებს როინ შავაძის მკვლელობას, როგორც მინიმუმ, გამოსაკითხია ეს ადამიანი – ის ხომ არ იქნებოდა მარტო ამ საქმეში, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველები

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: ევროპული გრანტი კანონის დარღვევის უფლებას არ იძლევა, ხოლო უფლებადამცველის იარლიყი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. ეს წესი ერთნაირად უნდა მოქმედებდეს ბრიუსელში, პარიზში, რომსა და თბილისში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.