განცხადება · 124 ნახვა
„ელისო კილაძე რომ ვინმეს მორიგ სიბინძურეს დააბრალებს და ამის შესახებ არ არსებობს არანაირი ფაქტი, ვინც მის ამ სიბინძურეს ,,ანიუსებს”, ავრცელებს, ის მედიასაშუალებები არიან თუ არა მისი პასუხისმგებლობის თანამოზიარეები და როგორც მინიმუმ, კილაძის დონის ჟურნალისტები?“
ელისო კილაძე რომ ვინმეს მორიგ სიბინძურეს დააბრალებს და ამ სიბინძურის შესახებ არ არსებობს არანაირი ფაქტი, მის სიბინძურეზე და ტალახის სროლაზე, ვინც მის ამ სიბინძურეს ,,ანიუსებს”, ავრცელებს, ის მედიასაშუალებები არიან თუ არა მისი პასუხისმგებლობის თანამოზიარეები და როგორც მინიმუმ, კილაძის დონის ჟურნალისტები? – წერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე, CNEWS-ის მიერ, რომლის დამფუძნებელიც ელისო კილაძეა, გამოქვეყნებულ ნიუსზე, სადაც კილაძე მორიგ ბრალდებას მტკიცებულებების გარეშე აყენებს, აღნიშნული განცხადება კი, ასევე სხვადასხვა ოპოზიციურმა მედიებმაც გაავრცელეს.
არჩილ გორდულაძის განცხადებით, იმისათვის, რომ ადამიანს რაიმეს აბრალებდე, აუცილებლად უნდა გქონდეს მტკიცებულებები, რომელიც ელისო კილაძეს არ დაუდია.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“ძალიან მაინტერესებს პასუხი მარტივ კითხვაზე:
ელისო კილაძე რომ ვინმეს მორიგ სიბინძურეს დააბრალებს და ამ სიბინძურის შესახებ არ არსებობს არანაირი ფაქტი, მის სიბინძურეზე და ტალახის სროლაზე, ვინც მის ამ სიბინძურეს ,,ანიუსებს”, ავრცელებს, ის მედიასაშუალებები არიან თუ არა მისი პასუხისმგებლობის თანამოზიარეები და როგორც მინიმუმ, კილაძის დონის ჟურნალისტები?
პ. ს. ამ ქალსაც ვინმემ უნდა აუსხნა, რომ თუ ადამიანს რამეს აბრალებს, ელემენტარული მტკიცებულება მაინც უნდა დადოს,”- წერს არჩილ გორულაძე.
ცნობისთვის, დღეს სასამართლო პროცესზე ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებულმა ელისო კილაძემ მორიგი ბრალდება გააჟღერა, რომ მას სუს-ის ყოფილი უფროსი მამუკა მდინარაძე “ოცნების” მაღალჩინოსნების გაშავებას სთავაზობდა
არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- არჩილ გორდულაძე„შეგვიძლია წარმოვადგინოთ უწყვეტად, რა ხდებოდა კონკრეტული დღეების მიხედვით 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, 2025 წლის 4 ოქტომბერს, როგორი ძალადობრივი აქციები იყო და როგორ ცდილობდნენ შენობებში შეჭრას და ადამიანების ცოცხლად დაწვას“
- არჩილ გორდულაძე„შვილის მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისთვის ბრძოლა გახდა მიზეზი, რომ იური ვაზაგაშვილი ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე აეფეთქებინათ, მკვლელობის საქმეზე 1997 წლიდან მომუშავე გამომძიებელი, გიორგი სოსანაშვილი 2015 წელს ცნობილი იქნა დამნაშავედ“
- არჩილ გორდულაძე„ნაციონალური მოძრაობის" დროს, მაგალითად მიხეილ სააკაშვილმა რომ გამოაცხადა ნულოვანი ტოლერანტობა და შესაბამისი ცვლილებები, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა მაშინ, ჩვენი გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, არის და იყო ადამიანის უფლებების სტანდარტის ელემენტარული დაცვის უდაბლეს დონეზე ჩამოტანა“
- არჩილ გორდულაძე„დიახ, ზურაბ აბაშიძემ მიაწოდა საგამოძიებო კომისიას ინფორმაცია, მათ შორის ის, რომ თუ ქალბატონ ანა წითლიძეს არ ახსოვს, არ უნახავს, რა სჭირდა, როგორ გამოიყვანეს, ადამიანი ძლივს გადარჩა, რომ დალეწეს პირდაპირი მნიშვნელობით, სახის ძვლები რომ დაულეწეს - ამაზე საგამოძიებო კომისიას აბაშიძემ ნამდვილად მიაწოდა ინფორმაცია“
