ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სტატისტიკის თანახმად, საქართველო ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველაზე ღატაკი სახელმწიფოა, სოციალურ ქსელში ეხმიანება და უტიფარ ტყუილს უწოდებს.
მისი განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით საქართველოს ლიდერობა კანდიდატ ქვეყნებს შორის აჩვენებს, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე.
“სწორედ ასეთ უტიფარ ტყუილებზე გაიზარდნენ და ახლაც უკვე ასაკში ვერ მოიშალეს, რომ იტყვიან ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო (თუმცა რჯულის საკითხიც გასარკვევია!). ისე საიდან მოხიკა და ერთ პარტიაში შეაქუჩა ხაზარაძემ ამდენი ნაგავი.
თუკი, სერიოზულად მივუდგებით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ სინამდვილეში რასთან გვქონდა მაშინ საქმე და რასთან გვაქვს ახლა. არაფერი შეცვლილა კალენდარზე თარიღების გარდა,” – წერს ანჯაფარიძე.










