ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ ნანა კაკაბაძე„გამოძიების კომპეტენცია პროკურატურას გააჩნია და არა ნანა კაკაბაძეს. ეს მაინც უნდა ცოდნოდა გივი თარგამაძეს, რომელიც პირად საკუთრებად ქცეულ ხელისუფლებაში სწორედ ძალოვან ბლოკს კურირებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი, ამ ყოველივეს ისე წარმოაჩენს, თითქოს მე ვიყო ბრალდების წამყენებელიც და განაჩენის გამომტანიც“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი5°C
  • ბათუმი16°C
  • ქუთაისი12°C
  • რუსთავი6°C
  • ზუგდიდი12°C
  • თელავი6°C
  • გორი7°C
  • ახალციხე2°C
  • ოზურგეთი12°C
  • ამბროლაური4°C
  • მესტია1°C
  • ფოთი15°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 21 ნოემბერი
  • USD2.5926−0.0007
  • EUR2.8423−0.0124
  • GBP3.3968−0.0191
  • TRY0.0513−0.0001
  • 100 RUB3.1542−0.0113
  • AZN1.5242−0.0004
  • 1000 AMD7.1871−0.0065
  • 10 UAH0.5762+0.0014
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ18 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ12:08
ზაალ ანჯაფარიძე

განცხადება · 180 ნახვა

„თუ ეს აბსურდული რეკომენდაცია მართლა შესრულდა, დარწმუნებული ვარ აქ შედგება კომისია, რომელიც შეარჩევს “ღირსეულთ” და სიას გაუგზავნის ბრიუსელს. თუ ვინ მოხვდება, და ვინ არაფრის დიდებით არ მოხვდება ამ სიაში, არც ესაა რთული გამოსაცნობი“

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროპარლამენტის მიერ საქართველოზე მიღებულ ბოლო რეზოლუციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომელიც ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებას შეეხება.

მისი შეფასებით, ასეთი მიდგომა მოქალაქეებს შორის უთანასწორობის განცდას გააჩენს და შექმნის „რჩეულთა“ კატეგორიას, რომელსაც განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.

„ ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუციის სრულიად არაადექვატურ (რბილად რომ ვთქვა!) მოწოდებას, რომ საქართველოს ე.წ. “სამოქალაქო აქტივისტებს” და ჟურნალისტებს შეუნარჩუნდეთ უვიზო რეჟიმი ევროპაში, საინტერესოა როგორ მიიღებს ევროკომისია?
როგორ განხორციელდება იმ “რჩეულთა” გამოხშირვა ვისაც შეეძლება სხვები შეახარბოს, მე დავდივარ ევროპაში უვიზოდ, თქვენ კი ვერა, იმიტომ რომ “ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი.”
თუ ეს აბსურდული რეკომენდაცია მართლა შესრულდა, დარწმუნებული ვარ აქ შედგება კომისია (გამოიცანით ვინ იქნებიან წევრები) რომელიც შეარჩევს “ღირსეულთ” და სიას გაუგზავნის ბრიუსელს. თუ ვინ მოხვდება, და ვინ არაფრის დიდებით არ მოხვდება ამ სიაში, არც ესაა რთული გამოსაცნობი.“ – წერს ანჯაფარიძე.

ზაალ ანჯაფარიძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. ზაალ ანჯაფარიძე„იობი შეპარვით და მანიპულაციური ფორმით აკნინებს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას, აცხადებს, რომ “მთავრობამ შესაძლებლობები ამოწურა“- ზოგადად, საკუთარი შესაძლებლობების ამოწურვა იწყება მაშინ, როდესაც ის ვეღარ ასრულებს საკუთარ სოციალურ ვალდებულებებს, კარგავს მოსახლეობის ნდობას, მოშლილია ინსტიტუტები- დამეთანხმებით, არცერთი ნიშანი სახეზე არ გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ იობი ამბიონიდან“
  2. ზაალ ანჯაფარიძე„ფოტო სწორედ Euronews საიტიდან არის. არადა რამდენიმე დღის წინ, სწორედ Euronews-ის (ჟ)ურნალისტი ეუბნებოდა ირაკლი კობახიძეს, ევროპის ბევრ ლიდერს შენთან სურათის გადაღება არ სურსო“
  3. ზაალ ანჯაფარიძე„ღია ტექსტით ხელისუფლების შეცვლის მოწოდება მაღალი რანგის სასულიერო პირისგან სხვა არაფერია, თუ არა ქვეყანაში სიტუაციის კიდევ ერთხელ ადუღების მცდელობა“
  4. ზაალ ანჯაფარიძე„საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი არის ყველაზე კარგი დასტური იმისა, რომ ხიდაშელის & Co ანტი-ჩინური კამპანია საბოლოოდ ჩავარდა“