განცხადება · 170 ნახვა
„2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში დევი ჭანკოტაძე უცებ ნანუკა ჟორჟოლიანით ჩაანაცვლეს. დევის საკუთარმა თავმოყვარეობამ უფლება მისცა და მაინც „ნაცმოძრაობის“ რიგებში დარჩა. საინტერესოა, ბოკუჩავა გადაყლაპავს თუ არა ამ დამცირებას, ვნახოთ, რა უფრო ფასეულია მისთვის – ღირსება თუ სააკაშვილის მიერ ნაჩუქარი ,,აიფონი”?“
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე მიხეილ სააკაშვილის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ამჟამინდელი თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას, ნაცვლად ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურის დაყენების ფაქტს ეხმიანება.
ხუბუა იხსენებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, სადაც წყალტუბოს, ბაღდადის, ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გენერალი დევი ჭანკოტაძე დაამცირეს და ნანუკა ჟორჟოლიანთ ჩაანაცვლეს, მიუხედავად ამისა ჭანკოტაძე მაინც დარჩა „ნაცმოძრაობის“ რიგებში, ხუბუას აინტერესებს რას მოიქმედებს თინა ბოკუჩავა ამ შემთხვევაში გადაყლაპავს თუ არა ის სააკაშვილის მიერ მის დამცირებას და დარჩება „ნაცმოძრაობის“ რიგებში.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
„2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაცმოძრაობას წყალტუბოს, ბაღდადის, ხონისა და ვანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გენერალი დევი ჭანკოტაძე ჰყავდა წარდგენილი. იგი უკვე ატარებდა შეხვედრებს ამომრჩეველთან, ელექტრონის ბოძები, სამშენებლო ღობეები და შენობების კედლებიც აჭრალებული იყო მისი პლაკატებით… მაგრამ, ვაი, გენერლის სირცხვილო – დევი ჭანკოტაძე უცებ ნანუკა ჟორჟოლიანით ჩაანაცვლეს! ჩამოხსნეს ყველგან დევის პლაკატები და ბილბორდები და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის ადგილას სოდ-ის ყოფილი უფროსის ყოფილი ცოლი გამოაკრეს. მიუხედავად ამისა, გენერალ ჭანკოტაძეს – ნანულით ჩანაცვლებულ დევის – საკუთარმა თავმოყვარეობამ უფლება მისცა, ასეთი დამცირება უსიტყვოდ გადაეყლაპა და მაინც ნაცმოძრაობის რიგებში დარჩენილიყო. ჰოდა, საინტერესოა, პატიმარ სააკაშვილის მიერ ნაცპარტიის თავმჯდომარის პოსტზე ნანული ჟორჟოლიანით ჩანაცვლებულ თინა ბოკუჩავას აღმოაჩნდება თუ არა გენერალ დევი ჭანკოტაძეზე მეტი თავმოყვარეობა და გადაყლაპავს თუ არა ამ დამცირებას? ვნახოთ, რა უფრო ფასეულია ბოკუჩავასთვის – ღირსება და თავმოყვარეობა თუ სააკაშვილის მიერ მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით ნაჩუქარი ,,აიფონი“- წერს ჯაბა ხუბუა.
ჯაბა ხუბუა სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ჯაბა ხუბუა„როცა ნანუკა ჟორჟოლიანი აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსულ დაურ ბუავაზე წერს, ,,საქართველოში გადმოვიდა”-ო, ეს ჟორჟოლიანის მხოლოდ კოგნიტურ დისფუნქციურობაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზეც, რომ მის წარმოდგენაში აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება, ვიღაც ,,საქართველოში გადმოვიდეს”“
- ჯაბა ხუბუა„როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა- პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს“
- ჯაბა ხუბუა„საქართველოს გათავისუფლება სისხლიანი, ანტიადამიანური რეჟიმისაგან არის ბიძინა ივანიშვილის უმთავრესი “დანაშაული” საქართველოს გარეული და შინაური მტრების წინაშე, რომლებიც ყველანაირად ეცდებიან, ივანიშვილს ეს “დანაშაული” არ აპატიონ – აქედან გამომდინარეობს ყველაფერი დანარჩენი, ახლა აგორებული სესხების განულების თემის ჩათვლით“
- ჯაბა ხუბუა„ზელენსკის მიერ მულტფილმ ,,მაშა და დათვის” აკრძალვას კვერს უკრავენ ქართველი ზელენსკელ – ლიბერალ – ნაციონალები, რომლებიც ერთი კვირის წინ ლაშა ბუღაძის პოლიტპროპაგანდისტული წიგნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არდაშვებას აპროტესტებდნენ“
