ᲘᲜᲤᲝᲤᲝᲡᲢᲐᲚᲘᲝᲜᲘ
ᲑᲝᲚᲝ დიმიტრი ხუნდაძე„კანონში ზოგიერთი საკითხი დაზუსტებას მოითხოვს“ დღეს 0 მასალა
  • ამინდი: MET Norway
  • თბილისი7°C
  • ბათუმი11°C
  • ქუთაისი9°C
  • რუსთავი9°C
  • ზუგდიდი8°C
  • თელავი6°C
  • გორი6°C
  • ახალციხე5°C
  • ოზურგეთი10°C
  • ამბროლაური5°C
  • მესტია1°C
  • ფოთი10°C
  • ეროვნული ბანკის კურსი 7 ნოემბერი
  • USD2.5949−0.0006
  • EUR2.8998−0.0147
  • GBP3.4746−0.0189
  • TRY0.0517−0.0002
  • 100 RUB3.1713−0.0114
  • AZN1.5267−0.0003
  • 1000 AMD7.1981−0.0020
  • 10 UAH0.5723+0.0016
ᲞᲝᲚᲘᲢᲘᲙᲐ23 ᲘᲕᲜᲘᲡᲘ14:41
არჩილ გორდულაძე

განცხადება · 159 ნახვა

გახარიას პარტიის წარმომადგენლებს

„ცრუ პათეტიკური განცხადებები არ გიშველით – ერთი განულებული პარტიის წარმომადგენლები ხართ და კეთილი ინებეთ, თავი დაანებეთ საზოგადოების სახელით საუბარს“

ზვიად ცეცხლაძესთან დაკავშირებით ისაუბრა ერთ-ერთმა თქვენმა წარმომადგენელმა და ერთი რამე უნდა გაგახსენოთ კონკრეტულად ამ ადამიანთან დაკავშირებით – მისი ქმედებების იურიდიული შეფასება, რა თქმა უნდა, პროკურატურის და სასამართლოს საქმეა, მაგრამ, არავის დაგვვიწყებია მისი კონკრეტული ფეისბუქ-ლაივი, თუ რაზე საუბრობდა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მან პლენარულ სხდომაზე ზვიად ცეცხლაძის ვიდეო-მიმართვის ფრაგმენტიც ჩართო და განაცხადა, რომ “ეს ადამიანი რაზე საუბრობს და რა არის ეს მოწოდებები, არის თუ არა ეს ძალადობის და მაიდანის რუსთაველზე გამეორების გარედან მიღებული ინსტრუქციის საჯაროდ აღიარება და კანონდარღვევისკენ საჯაროდ მოწოდება, საზოგადოებამ შეაფასოს”.

გორდულაძის შეფასებით, გასაკვირი არ არის, რომ გახარიას პარტიის წარმომადგენლები სწორედ იმავე სულისკვეთებით არიან გამსჭვალულები, რადგან, ისინი “ნაცურ” ნარატივებს ეთანხმებიან და იმეორებენ.

“საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ თქვენ მისი დამცველი ბრძანდებით, იმიტომ, რომ თქვენც ზუსტად ამ სულისკვეთებით ხართ გამსჭვალულები. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც არაერთ შემთხვევაში ეთანხმებოდით და ეთანხმებით საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებას, იმეორებთ “ნაცურ” ნარატივს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა, იმეორებთ “ნაცურ” ნარატივს გაბრაზებულ ხალხთან დაკავშირებით, ემხრობით თავისუფალ სიტყვაზე თავდასხმას, მაგალითად, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა თავისუფალი სიტყვის გამავრცელებლები ამ ქვეყანაში და შემდეგ ეს პრემიერ-მინისტრი როგორ გადადგა – გუშინ, მთელმა მსოფლიომ იხილა, თვალცრემლიანი როგორ მიუყვებოდა თავისი პოლიტიკური დასასრულის გზას, არ ემიჯნებით და არ გმობთ ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობის მცდელობებს 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, მოღალატეობრივ წერილებს აგზავნით უცხოეთში ქვეყნისა და საზოგადოების დასაზიანებლად, სრულ თანხვედრაში ხართ და წარმოადგენთ კოლექტიურ „ნაცებს“ – თუ დაგვავიწყდა, რომ თქვენი ბელადი და მიხეილ სააკაშვილი, ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე სასტუმროში, „სრულიად შემთხვევით“ აღმოჩნდნენ და შემდეგ თავის მართლება მოგიწიათ. თითოეული თქვენი გადადგმული ნაბიჯი, ადასტურებს, რომ უბრალოდ, არაკომპეტენტურები ხართ. სულ რამდენიმე სიტყვაც კი არის ამის მაგალითი, თქვენმა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა იხმარა ტერმინი „ჯარიმების ტარიფი“ და ჯარიმების ტარიფი რა შეიძლება იყოს, მხოლოდ თქვენმა წარმომადგენლებმა შეიძლება იცოდეს. არაკომპეტენტურობა, ამ ქვეყნის ღალატი, საზოგადოებაზე თავდასხმა, ცრუ პათეტიკური განცხადებები – ეს ყველაფერი არ გიშველით, იმიტომ, რომ ერთი განულებული პარტიის წარმომადგენლები ხართ და კეთილი ინებეთ, თავი დაანებეთ საზოგადოების სახელით საუბარს,” – განაცხადა გორდულაძემ.

არჩილ გორდულაძე სხვა განცხადებებიყველა განცხადება

  1. არჩილ გორდულაძე„მიკიტა პოტურაევი არ შეშფოთებულა, როცა უკრაინაში 18 პარტიის აკრძალვას უჭერდა მხარს, მაგრამ აღშფოთებულია ნაცაგენტურის პარტიების გაუქმებით, რაც უკრაინაში დემოკრატიულია, აქ ვერ იქნება ანტიდემოკრატიული“
  2. არჩილ გორდულაძე„ჩვენი გუნდისთვის ადამიანის ღირსება, მოქალაქეთა არჩევანი, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უმთავრესი ღირებულებებია. ძალადობისგამართლებას, მსხვერპლთა ტკივილის გაუფასურებასა და ხალხის სუვერენული ნების წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს შესაბამისი კონსტიტუციური შეფასება უნდა მიეცეს“
  3. არჩილ გორდულაძე„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთმა არაკონსტიტუციურმა პარტიამ თავად აღიარა, რომ სარჩელში მოყვანილი ფაქტები ახალი არ არის და ესფაქტები ყველასთვის ცნობილია“
  4. არჩილ გორდულაძე„არაკონსტიტუციური პარტიები დღესაც არ აღიარებენ ქართველი ხალხის არჩევანს, რომელიც მან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დააფიქსირა“