განცხადება · 160 ნახვა
„წლების განმავლობაში ვუყურებდით, თუ როგორ ცდილობდნენ რადიკალური ჯგუფები ციფრული სივრცის ტოქსიკურ ჭაობად გადაქცევას, ეს იყო ადამიანების ვირტუალური განადგურების მცდელობები – მისასალმებელი ტენდენციაა, რომ შსს-ს შესაბამისი სამმართველო ასე ეფექტურად ამუშავდა და კონკრეტულ პირებს კანონის წინაშე პასუხისგება უწევთ“
ნამდვილად მისასალმებელი და ძალიან მნიშვნელოვანი ტენდენციაა ის, რომ შსს-ს შესაბამისი სამმართველო ასე ეფექტურად ამუშავდა და საჯარო სივრცეში მიზანმიმართული შეურაცხყოფისა და წყევლა-კრულვის გამო კონკრეტულ პირებს კანონის წინაშე პასუხისგება უწევთ, – წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, წლების განმავლობაში, რადიკალური ჯგუფები ციფრული სივრცის ტოქსიკურ ჭაობად გადაქცევას ცდილობდნენ, ახლა კი, საკუთარი მოსაზრება ყველამ ზრდილობისა და ეთიკის ფარგლებში მოაქციოს, ვინაიდან, თავისუფალი სიტყვა სხვისი ღირსების ფეხქვეშ გათელვის უფლებას არავის აძლევს.
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“წლების განმავლობაში ვუყურებდით, თუ როგორ ცდილობდნენ რადიკალური ჯგუფები ციფრული სივრცის ტოქსიკურ ჭაობად გადაქცევას. ეს არ იყო უბრალოდ განსხვავებული აზრის დაფიქსირება, ეს იყო ადამიანების ვირტუალური განადგურების, ფსიქოლოგიური ტერორისა და მორალური ლინჩის მიზანმიმართული მცდელობები. იქმნებოდა ისეთი აუტანელი ფონი, რომ ხშირად იძულებული ხდებოდი, ამ ორგანიზებულ აგრესიაზე საპასუხო რეაქცია გქონოდა, რასაც საბოლოოდ გაუთავებელ ვირტუალურ ომებამდე მივყავდით.
თუ ვინმეს პოლიტიკური მარცხი, პირადი ბოღმა ან შინაგანი აგრესია ახრჩობს და საკუთარ ემოციებს ვერ აკონტროლებს, ციფრული ტერორის მოწყობის ნაცვლად, შეუძლია შესაბამის დაწესებულებებს და ფსიქოლოგებს მიმართოს, ჯანმრთელობაზე ზრუნვა სირცხვილი არ არის.
წესი კი ყველასთვის ერთი და ძალიან მარტივია: ყველამ კეთილი უნდა ინებოს და საკუთარი მოსაზრება ელემენტარული ზრდილობისა და ეთიკის ფარგლებში მოაქციოს. თავისუფალი სიტყვა სხვისი ღირსების ფეხქვეშ გათელვის უფლებას არავის აძლევს.
ხოლო თუ ვინმეს მაინც ძალიან ეხალისება ბოღმის ნთხევა და საკუთარი არაადეკვატურობის საჯაროდ დემონსტრირება, კი ბატონო, გააგრძელონ და იხადონ სოლიდური ჯარიმები. იქამდე არაფერი გეტკინოთ, ჩვენ მაგაზე ნამდვილად არ ვიდარდებთ, სახელმწიფო ბიუჯეტსაც წაადგება და სოციალური ქსელიც გაიწმინდება!” – წერს გეგეჭკორი.
ლიზა გეგეჭკორი სხვა განცხადებებიყველა განცხადება
- ლიზა გეგეჭკორი„პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინისხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი“
- ლიზა გეგეჭკორი„ევროკავშირის წარმომადგენლობამ თავის ღონისძიებაზე მაინცდამაინც „გამოუვალი მდგომარეობა“ რომ მიიწვია, ეს ხომ უბრალო მუსიკალური არჩევანი არ არის? როცა ხედავ, რომ შენი ადგილობრივი პოლიტიკური ფავორიტების საქმე წასულია, ალბათ მუსიკასაც შესაბამისს ირჩევ – მართლაც რომ გამოუვალ მდგომარეობაში არიან“
- ლიზა გეგეჭკორი„მაგ არამზადას რატომღაც არავინ სცემს სერიოზულ პასუხს და მგონი სულ ტყუილად, სიცილში ისეთ ნაძირლობებს კადრულობს, ,,ნაცსაც” რომ გაუკვირდება“
- ლიზა გეგეჭკორი„ნაცვლად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო მასშტაბის სიკეთეს თვალი გაუსწორონ, არაკეთილსინდისიერი ადამიანები ისევ იაფფასიანი ტყუილებით ცდილობენ ხალხის შეცდომაში შეყვანას. ნუ აჰყვებით ამ ხელოვნურ აჟიოტაჟს – ფაქტები ჯიუტია და ამ ისტორიულ ქველმოქმედებას ვერანაირი ბინძური პროპაგანდა ვერ გადაფარავს!“
